რეზონანსი
06.12.2023

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე საუბარი მქონდა იმაზე, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის პროგრესის კვალდაკვალ მნიშვნელოვანია, რომ ნატო-მაც გაიზიაროს ის მიდგომები, რომელიც ბოლო პერიოდში ევროკავშირს აქვს, როცა ჩვენთვის მოცემულია მკაფიო მოლოდინები რეკომენდაციების სახით, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა.

„ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე საუბარი მქონდა იმაზე, თუ როგორ ახერხებს საქართველო უსაფრთხოების ძალიან რთულ გარემოში შეინარჩუნოს უსაფრთხო გარემო და ამავე დროს მონაწილე იყოს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის, მათ შორის უკრაინის მხარდაჭერის სახით. საუბარი მქონდა იმაზე, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის პროგრესის კვალდაკვალ მნიშვნელოვანია, რომ ნატო-მაც გაიზიაროს ის მიდგომები, რომელიც ბოლო პერიოდში ევროკავშირს აქვს, როცა ჩვენთვის მოცემულია მკაფიო მოლოდინები რეკომენდაციების სახით, რასაც შემდეგ მოჰყვება შესაბამისი გადაწყვეტილებები, როცა ჩვენ ამა თუ იმ რეკომენდაციაში პროგრესს ვაღწევთ. მნიშვნელოვანია, რომ ნატო-მაც ეს მიდგომები გადაიღოს და გვითხრას ზუსტი კრიტერიუმები და მოლოდინები. ასევე ჩანდეს, რომ როცა იქნება პროგრესი ამ საკითხებზე, ამას ნატო-ს მხრიდან გადაწყვეტილებები მოჰყვება“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×