რეზონანსი
25.11.2023

ვფიქრობ, დაუშვებელია ადამიანების პარტიიდან გაგდება, გარიყვა, პარტიის გარეთ დატოვება, რაც ფორმალურად და სამართლებრივად არ არსებობს - მე მინახავს კომუნისტურ პარტიაში, - ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფი, „ევროოპტიმისტების" წევრმა, დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ ნიკა მელიაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მისთვის გასაგებია, თუ რატომ არ მოაწერა ხელი მელიამ „ნაციონალური მოძრაობის" პარტიის მანიფესტს. დეკანოიძე მიიჩნევს, რომ პარტიის პოლიტიკური საბჭოს არჩევნების ჩატარება კითხვის ნიშნებს იწვევს.

დიდი განხეთქილება „ნაციონალურ მოძრაობაში" და დაშლისთვის შექმნილი ერთობის მანიფესტი. „ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის აღიარებამ ცხადი გახადა, რომ გაერთიანების მიზნით შექმნილი დოკუმენტი, პარტიიდან ნიკა მელიას, ბაჩო დოლიძისა და ნუგზარ წიკლაურის ჩამოსაშორებლად მომზადდა. დოკუმენტს ხელი არ მოაწერა ნიკა მელიამ, თუმცა პარტიის ყოფილ თავმჯდომარეს, პარტიის წევრად აღარავინ განიხილავს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×