რეზონანსი
25.11.2023

„ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირება მანიფესტმა ვერ დაასრულა. ორად გაყოფილ პარტიაში, მორიგი გაურკვევლობა მიხეილ სააკაშვილის მორიგმა სტატუსმა გამოიწვია. მმართველი გუნდის წევრები ფიქრობენ, რომ ენმ უკვე დაიშალა და აღდგენას აღარ ექვემდებარება.

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია ფიქრობს, რომ ენმ-ს განხეთქილებამ საზოგადოებას ბევრ რამეზე აუხილა თვალი.

„ნაციონალურ მოძრაობაში არის დაწყებული დაშლის შეუქცევადი პროცესი. ენმ არა მხოლოდ მარტივ მამრავლებად, არამედ ნაწილაკებადაც დაიშლება. პაციენტ-პატიმარ სააკაშვილის წერილები და ეპისტოლეები ამ ამბავს ვერ უშველის.

ამ ადამიანებს ერთმანეთი უკვე სძულთ და მათი ლექსიკა ცხადყოფს, რომ ეს ადამიანები ვერასდროს ვერ შედუღდებიან. ახლა, როდესაც ბაჩო დოლიძე ამბობს, რომ კეზერაშვილი მართავს ყველაფერს დისტანციურად, ალბათ, საზოგადოებასაც უფრო მეტად აქვს ეს დამაჯერებლობის კოეფიციენტი, აქამდე თუ არ სჯეროდათ", - აცხადებს ოდიშარია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×