რეზონანსი
25.11.2023

„ლოგიკურია, რომ გიორგი თარგამაძე და გუბაზ სანიკიძე მიმოიხილავენ ვარდების რევოლუციას სააკაშვილის არხებზე. ორი ჰომოფობი, ქსენოფობი, ორი ანტი-ვარდების რევოლუცია", - ამის სესახებ სოციალურ ქსელში „ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი წერს.

ჩერგოლეიშვილის თქმით, ეს არის იმის ყველაზე თვალსაჩინო გამოხატულება, რომ სააკაშვილი იმ მონსტრადაა ქცეული, რომელიც ვარდების რევოლუციამ დაამარცხა.

„ლოგიკურია, რომ გიორგი თარგამაძე და გუბაზ სანიკიძე მიმოიხილავენ ვარდების რევოლუციას სააკაშვილის არხებზე. ვარდების რევოლუციის ორი იდეოლოგიური მტერი - ასლან აბაშიძის და ბადრი პატარკაციშვილის ორი მოკავშირე, ორი ჰომოფობი, ქსენოფობი, ორი ანტი-ვარდების რევოლუცია... ეს არის იმის ყველაზე თვალსაჩინო გამოხატულება, რომ სააკაშვილი იმ მონსტრადაა ქცეული, რომელიც ვარდების რევოლუციამ დაამარცხა. უკბილო მონსტრად. და ისიც ლოგიკურია, რომ თუ ვარდების რევოლუციის იდეის ბოლომდე მიყვანა გვსურს, ეს უკბილო მონსტრი თავისი კასირიანად, უნდა ჩაირეცხოს."- წერს თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×