რეზონანსი
25.11.2023

ზელენსკის პარტიის, „ხალხის მსახურის“ ფრაქციის თავმჯდომარის დავით არახამიას თქმით, უკრაინის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობა ომის გაგრძელებას ემხრობა.

„ახლა მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა არ შეგვიძლია იმიტომ, რომ მოლაპარაკების წარმოებისთვის ძალიან ცუდი პოზიცია გვაქვს. რა მოვითხოვოთ? დავასრულოთ და დავრჩეთ იქ, სადაც ვართ? თქვენი აზრით, უკრაინული საზოგადოება ამას მიიღებს?“ - აღნიშნა არახამიამ.

მისივე თქმით, ნებისმიერი შეთანხმება, გარდა უკრაინის სრული გამარჯვებისა, რეფერენდუმზე უნდა იყოს გამოტანილი.

„თუ რამის ხელმოწერამდე მივალთ და პარლამენტში ამის რატიფიცირება იქნება საჭირო, ძალიან განსხვავებული შეხედულებები იქნება, ამიტომ, ჩემი აზრით, რეფერენდუმი იქნება აუცილებელი. როცა ხალხი იტყვის, რომ ასე უნდა მოვიქცეთ, მე მოვიქცევი ისე, როგორც იტყვის ხალხი. თუ გადაწყვეტილებას დეპუტატები მიიღებენ, მე ვერ ვიპოვი ძალას იმისთვის, რომ რამე გადავწყვიტო ან სხვებს მოვუწოდო, იმიტომ რომ ეს თითოეული მოქალაქის პირადი გადაწყვეტილებაა“, - აღნიშნა არახამიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×