რეზონანსი
31.10.2023

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მაუწყებლობის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით ოპოზიციამ უკვე დაუშვა სერიოზული შეცდომა, როდესაც ევროკავშირს დაუპირისპირდა. მისი თქმით, კარგი იქნება ოპოზიციამ აღიაროს შეცდომა და აღარ მოუწოდოს პრეზიდენტს შეცდომის გზაზე სიარულისკენ.

"ოპოზიციამ ამ კანონპროექტთან დაკავშირებით უკვე დაუშვა სერიოზული შეცდომა. არ ვიცი არასწორი ინფორმაცია ჰქონდათ თუ უბრალოდ არ წაიკითხეს, მაგრამ ფაქტია, რომ ისინი აღმოჩნდნენ იმ მდგომარეობაში, როდესაც დაუპირისპირდნენ არა ხელისუფლებას, არამედ ევროკავშირს. ჩვენ გვაქვს ევროპულ სტანდარტებთან უფრო დაახლოებული კანონი და ალბათ, უმჯობესია ამაზე თავი შეიკავონ, აღიარონ, რომ შეცდომა დაუშვეს ოპოზიციაში და ნუ მოუწოდებენ პრეზიდენტს გააგრძელოს შეცდომით სვლა", - განაცხადა სარჯველაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×