რეზონანსი
30.10.2023

შარშან, პრემიერ-მინისტრი იყო მოსული პარლამენტში და თქვა, პარტნიორებმა პირდაპირ გვითხრეს, რომ ოპოზიციიდან დადიან და საქართველოს და კანდიდატის სტატუსის საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებენო, - ამის შესახებ, „ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა გადაცემაში „პოლიტიკური პოსტი" განაცხადა.

როგორც მაჭარაშვილი აღნიშნავს, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, რადგან პოზიტიური სიგნალებია, ოპოზიცია მიხვდა, რომ არაფერი გამოუვათ და წამოწიეს ძველი საკითხები.

„დღეს გამოვიდა სამადაშვილი და პირდაპირ თქვა - რით ვერ გაიგო ამ საზოგადოებამ, რომ ამ ხელისუფლების პირობებში, კანდიდატის სტატუსი არაფრის მომცემი არ არისო. აქ თუ ამას ამბობს, იქ ხომ უარესს იტყოდა. ბუნებრივია, იქ ვინ დაუშლიდა ამას? სხვათა შორის, გავიხსენებ, რომ ჩვენ, „ხალხის ძალა" ამას ვამბობდით და არაერთხელ ვუთხარით საზოგადოებას, რომ ეს ხალხი უცხოეთში დადის და იქ აშავებს საქართველოს.

შარშან, პრემიერ-მინისტრი იყო მოსული პარლამენტში და თქვა, პარტნიორებმა პირდაპირ გვითხრეს, რომ ოპოზიციიდან დადიან და საქართველოს და კანდიდატის სტატუსის საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებენო. გახსოვთ, რა ამბავი ატეხეს, მათ შორის, ქალბატონმა სამადაშვილმა - წამოდგა და მადლობაც გადაიხადა, აღმოჩნდა, რომ სწორად გადაუხდია მადლობა. ახლა ხომ თავად ოპოზიციამ აღიარა ეს - ჩვენ დაგვირეკეს პარტნიორებმა, ოპოზიციაში ბოლო-ბოლო ჩამოყალიბდით, გინდათ ეს კანდიდატის სტატუსი, მხარს უჭერთ თუ არაო. ეს ჩვენ ხომ არ გვითქვამს? ეს თავად ოპოზიციონერებმა განაცხადეს, რაც დაადასტურა „არასამთავრობო" სექტორის წარმომადგენელმაც. ამ აღმსრულებლებს შეუერთდა, „საიას" ყოფილი თავმჯდომარე, რომელმაც თქვა, რომ თურმე ტრაგედია მოხდება ოპოზიციისთვის, კანდიდატის სტატუსი რომ მიიღოს საქართველომ. აი, რა არის მათი დღის წესრიგი.

თუ გახსენდებათ, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ოპოზიციას ეთქვას, რომ ხელისუფლება არაფერს აკეთებს კანდიდატის სტატუსის მისაღებად, რაც მთელი წელიწადნახევრის განმავალობაში იყო მათი დღის წესრიგში ნომერ პირველი საკითხი. ბოლო ერთი კვირაა ამაზე აღარ საუბრობენ იმიტომ, რომ შოკში ჩავარდნენ, როდესაც იქ ელვა დეპეშა აფრინეს, რომ რას შვებით? მართლა ხომ არ აძლევთ საქართველოს კანდიდატის სტატუსს? - დავიღუპეთო. ახლა შეცვალეს რიტორიკა. მიხვდნენ, რომ კანდიდატის სტატუსით ვაჭრობა და პროვოცირება უკვე აღარ გამოვა. მოლოდინი, რომ კანდიდატის სტატუსს მივიღებთ, გარდა იმ მხარდაჭერისა, რაც პრემიერ-მინისტრს ვიზიტების დროს აქვს, ოპოზიციის საქციელია მაგის მტკიცებულება და რომ მიხვდნენ მაგას, მაგიტომ დღის წესრიგში უკვე ჩაუშვეს სხვა რადიკალური პროცესები. მაგალითად, პრეზიდენტმა ახსენა, რომ საქართველოში 100 000 რუსი შემოვიდა ეს არის პრობლემა. ეს განცხადება თავიდან ბოლომდე არის დისკრიმინაციული. რას ნიშნავს რუსი, აზერბაიჯანელი, სომეხი თუ ებრაელი? რუსეთის მოქალაქე შემოვიდა, საიდანაც ბევრი არის ეთნიკურად ქართველი, მათ შორის, საქართველოს მოქალაქე (ორმაგი მოქალაქეობა რომ აქვს). ამ ხალხსაც შეურაცხყოფა მიაყენა. ასეთი მაპროვოცირებელი განცხადებები შემოუშვეს. მიხვდნენ კანდიდატის საკითხთან დაკავშირებით, ხალხს ვერ გამოიყვანენ. უარის შემთხვევაშიც ვერ გამოიყვანდნენ, რადგან საზოგადოებამ დაინახა, რომ ჩვენ გვეკუთვნის კანდიდატის სტატუსი. თეორიულად ვამბობ, თუ უარი იქნება ამ შემთხვევაში ბრალი ჩვენი არ იქნება. რადგან პოზიტიური სიგნალებია, მიხვდნენ აქ არაფერი გამოუვათ და წამოწიეს ძველი საკითხები. ისეთ საკითხებს წამოწევენ, რომელზეც მათ წარმოდგენა აქვთ, რომ შეიძლება რადიკალური პროცესები დაიწყონ. ამას ვერ ახერხებენ, მაგრამ რაღაც ხომ უნდა გააკეთონ. ამიტომ ეს ყველაფერი, კიდევ ერთი დამატებით დასტურია იმისა, რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინი უნდა გვქონდეს", - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×