რეზონანსი
13.10.2023

მარნეულში მომხდარი მკვლელობა სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა.

ჩანაწერებში ნათლად ჩანს, რომ უცნობი პირი ახალგაზრდა მამაკაცს ჯერ ცეცხლსასროლი იარაღიდან ესვრის, შემდეგ კი გარბის.

ცეცხლსასროლი იარაღიდან სხეულის სხვადასხვა ნაწილში მიყენებული ჭრილობა სასიკვდილო აღმოჩნდა. "კურიერმა" გაარკვია, რომ მსხვერპლს თავდამსხმელი, სამსახურიდან დაახლოებით 30 მეტრის მოშორებით მეჩეთთან ელოდებოდა. სამუშაო საათების დასრულების შემდეგ კი, შინ მიმავალ 38 წლის მამაკაცს თავს დაესხა და რასიმ კარაჰმაზლი ადგილზე მოკლა.

მთავარი კითხვა - ვინ და რატომ გაიმეტა 38 წლის მამაკაცი, ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია. მოტივთან დაკავშირებით საუბარი უჭირთ მსხვერპლის თანამშრომლებსა და ოჯახის წევრებსაც. ამბობენ მხოლოდ ერთს, რომ რასიმ კარაჰმაზლის კონფლიქტი არავისთან ჰქონია.

მკვლელობის ეპიზოდის მთავარი ნივთმტკიცება, ვიდეოჩანაწერი, სამართალდამცავებმა უკვე ამოიღეს. ექსპერტ-კრიმინალისტები მეჩეთის მიმდებარე ქუჩებს რამდენიმე საათის განმავლობაში სწავლობდნენ.

მოკლულის ცხედარი ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან სახლში დღეს მიასვენეს. გამოძიება სისხლის სამართლის ორი განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით არის დაწყებული.

წყარო: „რუსთავი2"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×