რეზონანსი
13.10.2023

„ქრონიკის" გადამღები ჯგუფები ისრაელში მუშაობას განაგრძობენ. „ქრონიკა" ფესტივალის ერთ-ერთ მონაწილეს ესაუბრა, რომელმაც დეტალურად გაიხსენა რა მოხდა 7 ოქტომბრის დილას.

„ფესტივალზე არაჩვეულებრივი ატმოსფერო იყო. დილით, 06:30 საათზე ჩაირთო განგაშის სიგნალი და ცაზე რაკეტები დავინახეთ. ცოტა ხანში გავიგეთ სროლის ხმა, რომელიც თანდათან გვიახლოვდებოდა. გავიქეცით, დაჭრილები მანქანაში ჩავისვით და დავიძარით. ჩვენ წინ გაჩერდა მანქანა, საიდანაც ტერორისტები გადმოხტნენ და ცეცხლი გაგვიხსნეს. გავაღეთ მანქანის კარი და სხვადასხვა მიმართულებით გავიქეცით. მოვახერხეთ დამალვა, მაგრამ გაქცევისას რამდენიმე დაგვეჭრა. ერთი მათგანი სამწუხაროდ, გარდაიცვალა. ვინც მანქანიდან გადმოსვლა ვერ მოასწრო, ტერორისტებმა ჩაცხრილეს. ყველა გაჩერებული მანქანა ააფეთქეს და შიგნით მყოფი ადამიანები დაწვეს. მე მაისური დავხიე და დაჭრილებს ჭრილობები შევუხვიე. გარშემო ვხედავდით გარდაცვლილ ადამიანებს, რომლებსაც ტერორისტები ცეცხლს უკიდებდნენ. თავდასხმისას ჩემი ნაცნობი, ორი გოგო გარდაიცვალა. ერთ-ერთი შვილისთვის ნაყიდი საჩუქრით ხელში მოკლეს, მერე კი დაწვეს. ცოტა ხანში ჩვენი სამალავის მიმართულებით დაიწყეს სროლა, გავიქეცით, მაგრამ წინ ტერორისტები დავინახეთ. იძულებული გავხდით, მანქანასთან დავბრუნებულიყავით. გზაში ჩვენი მეგობრის გვამი ვიპოვეთ, უამრავი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი", - იხსენებს „ქრონიკასთან" ადამ ბარელ ელაშვილი.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა" აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა" გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის" ობიექტებზე იერიში დაიწყო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×