რეზონანსი
13.10.2023

„სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, მაშინ როდესაც მთელი მსოფლიო თანხმდება, რომ პუტინის რეჟიმი არის დიქტატორული რეჟიმი, „ქართული ოცნება" კვლავ პუტინის მხარეს არის და უკვე მეორედ არ აძლევს ხმას რეზოლუციას.

როგორც ვაშაძემ განაცხადა, მთავრობის ეს ნაბიჯი არის ქართველი ხალხისთვის ზურგში დანა.

„მოგესალმებით პარიზიდან. უამრავი შეხვედრა გვაქვს, იმისათვის, რომ არ დავკარგოთ ევროპული პერსპექტივა, მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, რომ ევროკავშირმა ჩვენზე არ ჩაიქნიოს ხელი და კვლავ ზურგში დანა „ქართული ოცნების" მხრიდან. მთელი მსოფლიო თანხმდება, რომ პუტინის რეჟიმი არის დიქტატორული რეჟიმი. „ქართული ოცნება" კვლავ პუტინის მხარეს და კვლავ რუსეთის მხარეს, იპარებიან და უკვე მეორედ არ აძლევენ ხმას ამ რეზოლუციას. ეს ჩვენთვის, ოპოზიციისთვის კი არ არის ზურგში დანა, რომლებიც ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს და არ მოშორდეს ევროპულ ინტეგრაციას, არამედ ქართველი ხალხისთვის. საქართველოსთვის და ჩვენი ევროპული პერსპექტივისთვის არის ზურგში დანა.

ის პოლიტიკა, რაც „ქართულ ოცნებას" აქვს, მოღალატეობრივი პოლიტიკაა. ვიდრე ივანიშვილი -კობახიძე - ღარიბაშვილის პუტინისტურ დაჯგუფებას არ მოვიშორებთ, არ აქვს პერსპექტივა ჩვენს ქვეყანას. ამის ნათელი დასტურია ის გადაწყვეტილება, რაც იყო ევროკავშირში.

საქართველო იქნება ძლიერი და ერთიანი, გავხდებით ნატოს-სა და ევროკავშირის წევრი, ოღონდ, მთავარია ერთიანობა",- განაცხადა ვაშაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×