რეზონანსი
13.10.2023

ჰამასის სპიკერი, აბუ უბაიდა პალესტინელებს მოუწოდებს, არ დაემორჩილონ ისრაელის მითითებებს და დარჩნენ სახლებში. ამის შესახებ CNN წერს.

„ისრაელი უკვე მეორედ ცდილობს პალესტინელებს საკუთარი სახლები დაატოვებინოს. ერთადერთი მიმართულება, რომლისკენაც მიგრაციას დავიწყებთ, ჩვენი მიწებია.

უბაიდამ პალესტინელებს მოთმინებისა და მყარად დგომისკენ მოუწოდა. მისი თქმით, პალესტინელები გაიმარჯვებენ.

ისრაელმა ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილის მოსახლეობას ტერიტორიის უახლოეს 24 საათში დატოვება უბრძანა.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა" აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა" გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის" ობიექტებზე იერიში დაიწყო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×