რეზონანსი
02.09.2023

თამაში, რომელიც იმპიჩმენტთან დაკავშირებით „ქართულმა ოცნებამ" დაიწყო, ემსახურება ორ მიზანს: ეს არის ევროპული ინტეგრაციის საბოტაჟი და მთავარი თემებიდან ყურადღების გადატანის მცდელობა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

როგორც ირაკლი ფავლენიშვილმა აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა" არ აპირებს ოლიგარქის კარის თამაშებში მიიღოს მონაწილეობა.

„რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, თუ ამ ადამიანს ნამდვილად სურს, გამოიყენოს თავისი შესაძლებლობა და ერთადერთი ბერკეტი, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას, მაშინ მან უნდა გამოიყენოს უფლებამოსილება და შეიწყალოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ეს არის ერთადერთი ინსტრუმენტი ზურაბიშვილის ხელში, რომელიც არის ქმედითი და ძლიერი, დანარჩენი მისი სიტყვები ფარატინა ქაღალდად დარჩება", - განაცხადა ფავლენიშვილმა.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×