რეზონანსი
02.09.2023

როდესაც ხალხს ვთხოვთ კანონის უზენაესობას, ამავე ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი ქვეყნის უმთავრეს კანონს არ უნდა არღვევდეს," - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ხუნდაძემ დაწერა.

მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტი უნდა იყოს ქვეყანაში კონსტიტუციის დაცვის გარანტი, სალომე ზურაბიშვილი კი კონსტიტუციას უხეშად არღვევს.

„როგორც ჩანს, საქართველოს პრეზიდენტს ქვეყნისათვის სახიფათო სცენარში როლი შეურჩიეს, რაც სამწუხაროდ უსაფრთხოების რისკებს ზრდის.

სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი ქვეყნის კონსტიტუციურ ვალდებულებას სხვა დამკვეთების წინაშე აღებული ვალდებულება ამჯობინა. არ ვიცით, ეს პრეზიდენტის ნებაყოფლობითი თუ იძულებითი ვალდებულებაა, მაგრამ ფაქტია, მან უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია.

არადა, პრეზიდენტი თავად უნდა იყოს კონსტიტუციის დაცვის მთავარი გარანტი, ეს არის მისი უმთავრესი ვალდებულება. დაველოდებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, თუმცა, ამ ფაქტს შესწავლაც კი არ სჭირდება, იმდენად ნათელია.

რაც შეეხება უცხოეთიდან ოპოზიციის ლობისტების გამოხმაურებას პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ, აქ გასაკვირი არაფერია, ისინი თავიანთ აგენტებზე დარდობენ.

მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტი ამ ეტაპზე შესაძლოა შედეგით ვერ დასრულდეს გარკვეული მიზეზების გამო, პროცესის დაწყება აუცილებელი და სავალდებულო იყო იმ პრინციპის გათვალისწინებით, რომ კონსტიტუციის დარღვევა არ ეპატიება არავის, მითუმეტეს პრეზიდენტს. ჩვენ მომავალი თაობა გვიყურებს და მათთვის სახელმწიფოებრივი აზროვნება სწორედ კონსტიტუციის დაცვით უნდა იწყებოდეს.

როდესაც ხალხს ვთხოვთ კანონის უზენაესობას, ამავე ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი ქვეყნის უმთავრეს კანონს არ უნდა არღვევდეს," - წერს ხუნდაძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×