რეზონანსი
30.06.2023

42 წლის კაცი, რომელიც არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის ბრალდებით დააკავეს, წარსულში ნასამართლევია და მან ციხე ცოტა ხნის წინ დატოვა. ირკვევა, ისიც, რომ 13 წლის მოზარდი და სავარაუდო მოძალადე ზუგდიდში, ერთმანეთის მეზობლად ცხოვრობდნენ.

დაზარალებულის დედა ამტკიცებს, რომ კაცმა დაკავებისას ჩადენილი დანასაული აღიარა:

"მუცლის ტკივილები მაქვსო მითხრა, ვიფიქრე, ჭია ჰყავს-თქო და შესაბამის წამლებს ვასმევდი. ექიმთან რომ მივიყვანე, ექიმმა მითხრა, ორსულად არისო. ემოციური ბავშვია და მე არაფერს მეუბნება. რა აქვს გაკეთებული მაგის აზრზეც არ არის. ამოცნობაზე რომ მიიყვანეს, ერთი და იგივე კაცი დაასახელა. ამ კაცს დღეს დილით უღიარებია (დანაშაული). ამ პიროვნებას არ ვიცნობდი, სულ ორჯერ ვუთხარი გამარჯობა. ალბათ, შეშინებული ჰყავს ბავშვი”, - აცხადებს მოზარდის დედა მედიასთან.

ამ დრო დაკავებულის ადვოკატი აცხადებს, რომ 16 წელს მიუღწეველ გოგონასთან სექსუალური ხასიათის ბრალდებით დაკავებული დანაშაულს არ აღიარებს. ადვოკატის თქმით, 42 წლის კაცი ბრალდებას კატეგორიულად გამორიცხავს.

ტვ "პირველი"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×