რეზონანსი
30.04.2024

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის შეფასებით, დღეს საზოგადოება ითხოვს სწორედ გამჭვირვალობას, რაც დადასტურდა მათ შორის საყოველთაო-სახალხო შეკრებაზე, რომელიც რუსთაველის გამზირზე გაიმართა. აღსანიშნავია, რომ , შარშანდლისგან განსხვავებით, წელს საზოგადოება ვეღარ მოატყუეს.

"შარშან საზოგადოების დიდი ნაწილი მოტყუვდა. გაზომილი არ იყო, მაგრამ სავარაუდოდ, მოსახლეობის ნახევარზე მეტი, შეიძლება იყო მოტყუებული. წელს ეს ვერ მოახერხეს. საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა გათვიცნობიერებულია იმაში, რომ გამჭვირვალობა არის სწორედ ევროპული მოვლენა. ეს არის ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომ საზოგადოება დღეს მყარად არის გამჭვირვალობის მომხრე. მეორე - ჩვენ ვართ აბსოლუტურად მართლები. როცა მთხოვ დეპოლარიზაციას, ნუ მიფინანსებ აქ პოლარიზაციას. იმისთვის, რომ პოლარიზაციის ჩაკეტილი წრე ერთხელ და სამუდამოდ გავარღვიოთ და არ ვიყოთ მუდმივ ჭიდაობაში, „ნაცმოძრაობა“, NGO-ები და ა.შ. რაც არ არის ჯანსაღი მოცემულობა, ეს რომ ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს და საბოლოო ჯამში მივიღოთ წელში გამართული დემოკრატიული სისტემა, აუცილებელია მინიმალური ევროპული გამჭვირვალობის სტანდარტის დამკვიდრება. 

სადაც ხარ მართალი, ხალხი არის შენს მხარეს, იქ ყველა წინააღმდეგობა გადაილახება. კუბილიუსების და ასეთი არაევროპული პოლიტიკოსების წინააღმდეგობა, რა თქმა უნდა, გადაილახება. შაჰინი და რიში - აბსოლუტურად არაამერიკული სტილის პოლიტიკოსების წინააღმდეგობაც აუცილებლად გადაილახება. ჩვენ გვჭირდება თანამედროვე პროგრესულ ადამიანებთან საუბარი და ჩვენი ქვეყნის თანამედროვე, პროგრესული განვითარება და ამას უბრალოდ ალტერნატივა არ აქვს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×