რეზონანსი
10.04.2023

წინა ხელისუფლების დროს 99% გამამტყუნებელი განაჩენი იყო. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ ეს ვითარება განპირობებული იყო იმდროინდელი კანონმდებლობის ხარვეზიანობითა და მაშინდელი კანონმდებლობის რეპრესიული ხასიათით, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა „ქრონიკასთან" განაცხადა.

მისი თქმით, წინა ხელისუფლების დროს სასამართლოს საქმიანობასთან დაკავშირებით გარკვეული უარყოფითი სტატისტიკა ფიქსირდებოდა.

„სასამართლო ხელისუფლება არის სამართალშეფარდების საბოლოო ინსტანცია. ანუ, თუ ვინმეს ხელეწიფება, ვინმეს აქვს ბერკეტი, რომ სასამართლო გააკონტროლოს, მაშინ აბსოლუტურად შესაძლებელია ერთი მხრივ, არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით სასურველი შედეგების დადება. მეორე მხრივ, შესაძლებელია, ვთქვათ შენთვის არასასურველი პოლიტიკური ოპონენტის მიმართ რაღაც სამართალწარმოება განახორციელო და მართლაც პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება მიაღებინო სასამართლოს. ამას ვამბობ ისეთ შემთხვევას, როდესაც ვინმეს აქვს ბერკეტი, რომ სასამართლოზე ზემოქმედება განახორციელოს. ასეთი ბერკეტი რომ არ არსებობს, ამიტომაც არის ასეთი აჟიოტაჟი ატეხილი სასამართლოსთან მიმართებით.

ვაღიარებ, წინა ხელისუფლების დროს სასამართლოს საქმიანობასთან დაკავშირებით გარკვეული უარყოფითი სტატისტიკა ფიქსირდებოდა. მაგალითად, ხშირად მოაქვთ მონაცემები გამამტყუნებელი განაჩენების რაოდენობის შესახებ. 99% გამამტყუნებელი განაჩენი იყო. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ ეს ვითარება განპირობებული იყო იმდროინდელი კანონმდებლობის ხარვეზიანობითა და მაშინდელი კანონმდებლობის რეპრესიული ხასიათით. ქვეყნის წინაშე იდგა ორი ამოცანა კორუფციის აღმოფხვრა და მეორე, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ინტერესი. ეს ორი სიმსივნე ჰქონდა ქართულ სახელმწიფოს და ამიტომ მოსულმა პოლიტიკურმა ხელისუფლებამ მიზნად დაისახა ე.წ. ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკით ამ გამოწვევებს გამკლავებოდა. ამიტომ, შემუშავებული იყო ძალიან მკაცრი და შეიძლება ითქვას, რეპრესიული კანონმდებლობა და სასამართლოსაც სხვა გზა არ დარჩენოდა, გარდა იმისა, რომ საკუთარი ქვეყნის კონსტიტუციური ვალდებულება შეესრულებინა, კანონის მოთხოვნა აღესრულებინა, იმისთვის, რომ საბოლოოდ სახელმწიფოსთვის ეს ორი მიზანი მიღწეული ყოფილიყო", - განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×