რეზონანსი
21.03.2023

მე რამდენადაც ვიცი, დიმიტრი სამხარაძემ უარყო ასეთი მუქარა და ბუნებრივია ის უპასუხებს ამ შეკითხვას. მე გამიჭირდება ამაზე პასუხი, ვიდრე არ მეცოდინება დეტალები, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„რაც შეეხება ზოგადად ბულინგსა და მუქარას, ერთ რამეს შეგახსენებთ - ეს ლიბერალურ-ფაშისტური კამპანია, რომელიც წარმოებს საქართველოში, სწორედ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან არის ინიცირებული. ყველას მოვუწოდებ თავი შეიკავოს ამ ფაშისტური კამპანიისგან. დიტო სამხარაძეს თავისი დამოკიდებულება აქვს ნაცმოძრაობისადმი, რასაც კონკრეტული საფუძველი და მიზეზი აქვს. ეს საფუძველი და მიზეზი მე აბსოლუტურად მესმის. აქ საუბარია ისეთ პოლიტიკურ ძალაზე, რომელიც თავის დროზე გამოირჩეოდა ადამიანის წამებით, ბიზნესის რეკეტით, რომელიც შეიჭრა ტელეკომპანია „იმედში". ასეთი პოლიტიკური ძალის მიმართ დიტო სამხარაძეს რომ ხისტი დამოკიდებულება აქვს, ეს აბსოლუტურად გასაგებია", - განაცხადა კობახიძემ.

დიმიტრი სამხარაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის" წევრს, მისი სახელით ფეიკ ექაუნთიდან მიწერს.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×