რეზონანსი
21.03.2023

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ პუტინის დაპატიმრების ორდერის გაცემაზე ევროკავშირის ერთობლივი განცხადება უნგრეთმა დაბლოკა. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედია წერს, რომ ბუდაპეშტის ვეტოს გამო, ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა, ჯოზეფ ბორელმა საკუთარი სახელით გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც მან "ცნობად მიიღო" ჰააგის გადაწყვეტილება.

ამას გარდა, უნგრეთმა ხელი არ მოაწერა ევროკავშირის იუსტიციის მინისტრების მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომელშიც ისინი ჰააგის გადაწყვეტილებას მხარს უჭერდნენ.

Bloomberg-ის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტის დაკავების ორდერი 23-24 მარტს გამართულ ევროსაბჭოს სხდომის განცხადებაშიც გამოჩნდება. მედია წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ზოგიერთი სახელმწიფოს ლიდერმა შესაძლოა დაჟინებით მოითხოვოს უფრო მკაფიო ფორმულირება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×