რეზონანსი
01.03.2023

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე, ტყუილს უწოდებს „რესპუბლიკური პარტიის" ლიდერის, ხათუნა სამნიძის განცხადებას, რომლის თანახმადაც, „2014 წელს ივანიშვილმა პუტინს ბოდიში შეუთვალა".

ჟურნალისტის კითხვაზე - როგორ შეაფასებს „რესპუბლიკური პარტიის" ლიდერის, ხათუნა სამნიძის განცხადებას, რომ "2014 წელს ბიძინა ივანიშვილმა ევროსაბჭოში „რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენლების კრიტიკული გამოსვლის გამო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ბოდიში შეუთვალა"? - სარჯველაძე პასუხობს, რომ „ეს აბსურდია".

„9 წლის წინ მომხდარ ამბავს, რომ ვითომ ახლა იხსენებს, იოტისოდენა დამაჯერებლობა აქვს?! ვინმემ ახსნას. ეს არის აბსურდი, ლოგიკურადაც გაუმართავია. მის განცხადებას კრიტიკულად თუ შეხედავთ, ძალიან მარტივად აღმოაჩენთ, რომ ტყუილია", - აღნიშნავს სარჯველაძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×