რეზონანსი
01.03.2023

სახალხო დამცველობის კანდიდატად ლევან იოსელიანის საკითხზე უმრავლესობის სხდომაზე ვიმსჯელებთ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

როგორც ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, სახალხო დამცველი ნეიტრალური უნდა იყოს, ეს აუცილებელი მოთხოვნაა.

„ლევან იოსელიანი არის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი და ორი წლის განმავლობაში არაერთ საკითხზე გვქონდა დისკუსია და მსჯელობა. იყო საკითხები, რომლებზეც შევთანხმდით და რაზეც - ვერა. რადიკალურად განსხვავებული აზრებიც გვქონია. ყველამ განსაჯოს ამ ადამიანის განვილილი პოლიტიკური საქმიანობა. სახალხო დამცველი პოლიტიკოსი ვერ იქნება და მან გადაწყვეტილებები ადამიანის უფლებების დაცვიდან გამომდინარე უნდა მიიღოს. იმის აკრძალვა, თუ ვინმე პოლიტიკაშია, მას არ უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა თავისი კანდიდატურა დააყენოს, ასეთი არ არსებობს და არც სწორი იქნება. ამიტომ, ადამიანის აწმყოსა და წარსულში საქმიანობა არ გამორიცხავს კონკრეტული პირის კანდიდატობას სახალხო დამცველად. ის, რომ სახალხო დამცველი ნეიტრალური უნდა იყოს, ეს სახალხო დამცველს მოეთხოვება", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×