რეზონანსი
01.03.2023

როდესაც წინასწარ, უარგუმენტოდ მოინათლება რომელიმე ინიციატივა რუსულად და შედეგ დისკუსია გამოირიცხება, მართებული არ მგონია, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ, „ხალხის ძალის" კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ის მზად არის ნებისმიერ საკითხზე დისკუსიისთვის.

„თუ ვინმეს მიეწოდება ინფორმაცია, რომ საუბარია რუსულ კანონზე, არგუმენტების გარეშე, როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აპირებს მხარი არ დაუჭიროს ამ კანონპროექტს, ჩემი აზრით, ეს არ არის სწორი და საგნობრივი დისკუსია. მართებულია, ვიმსჯელოთ, რა კონკრეტული ნაკლოვანება შეიძლება ჰქონდეს იდეას ტრანსფარენტულობის კუთხით, ასევე ვიმსჯელოთ, ცალკეულ რეგულაციაზე. დისკუსიის ასეთი მოდელი, როდესაც წინასწარ, უარგუმენტოდ მოინათლება რომელიმე ინიციატივა რუსულად, ან რომელიმე ქვეყნის სახელწოდება მიენიჭება და შედეგ დისკუსია გამოირიცხება, მართებული არ მგონია. მზად ვარ, ნებისმიერ საკითხზე დისკუსიისთვის", - აღნიშნავს სარჯველაძე.

ცნობისთვის, „ხალხის ძალის" დეპუტატების მიერ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით" უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი შეიქმნება, სადაც ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება დარეგისტრირდება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×