რეზონანსი
01.03.2023

ძალიან ბევრი დანაშაული აქვს ჩადენილი ჩვენი ქვეყნისა და საზოადოების წინაშე ნაცმოძრაობას, მაგრამ ამ დანაშაულებშიც კი ყველაზე მასშტაბურია ევროსაბჭოს 1633 რეზოლუციის მხარდაჭერა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

„ფაქტობრივად, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ გაფუჭებული საქმეების ამოქაჩვა დავიწყეთ როგორც სტრასბურგში, ისე ჰააგაში. მაგალითად, დაზარალებულები არ იყვნენ გამოკითხულები სტრასბურგის დონეზე. „ისკანდერი" იყო გადამალული და ნივთმტკიცებები არ გვქონდა, რომლებსაც ჩვენ წარვადგენდით სტრასბურგში. დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა მათ მოსაძიებლად. ასევე, ჰააგის სასამართლოში ფაქტობრივად გაჩერებული იყო ეს საქმე და ჰააგის სასამართლოს პროკურორმა აღნიშნა, რომ არა „ქართული ოცნების" მომართვა, უკვე წყდებოდა განხილვა", - განაცხადა იონათამიშვილმა.

ევროპელი სოციალისტები, 2008 წლის აგვისტოს ომის დანაშაულების შესახებ საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ. ინიციატივას საჭირო 50 ხმა ჯერ არ აქვს. მმართველი გუნდი, კომისიის საკითხზე უმრავლესობის სხდომაზე იმსჯელებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×