რეზონანსი
28.02.2023

„რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის შეფასებით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ პარტია "ხალხის ძალის" მიერ წარდგენილი კანონპროექტის მიზანია, ქვეყანაში რეპრესიები დაიწყოს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ინიციატივის მიზანია ასევე, ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მტრად გამოცხადება. „ქართულ ოცნებას" ძალიან სურს, რომ ყურადღება გადაიტანოს სათაურებზე, სიტყვებზე და სინამდვილეში, არ ვისაუბროთ ამ კანონპროექტების არსზე. ამ ინიციატივის არსი არის ის, რომ ამ ქვეყანაში დაიწყოს რეპრესიები, დაღი დაესვას ყველა ადამიანს და ორგანიზაციას, რომელიც წლების მანძილზე ამ ქვეყნის ინტერესებისთვის შრომობდა, ამისთვის მას მხარს უჭერდნენ ფინანსურად ჩვენი პარტნიორები. ამ ინიციატივის მეორე მიზანი არის ის, რომ მტრად გამოაცხადონ ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები, რომლებიც წლების მანძილზე ეხმარებიან საქართველოს, რომ ეს ქვეყანა ფეხზე დადგეს", - განაცხადა სამნიძემ.

მისი თქმით, ეს ინიციატივა ქვეყნის მომავალს ეხება.

„თუ ამ ქვეყანაში ორგანიზაციებს და ადამიანებს საკუთარი შრომის გამო, „უცხო ქვეყნის" აგენტები დაერქმევათ, ეს ხელს შეუწყობს დაპირისპირებას და ძალიან მალე, ხელისუფლების მხრიდან რეპრესიებს ამ ადამიანებისა და ორგანიზაციების მიმართ", - განაცხადა სამნიძემ.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×