რეზონანსი
26.02.2023

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ფინალის დარი მატჩით დაასრულა. საქართველო-ისლანდიის თბილისურ დაპირისპირებას უნდა გადაეწყვიტა, რომელი გუნდი ითამაშებდა მსოფლიო ჩემპიონატზე. მატჩი დასრულდა ისლანდიის გამარჯვებით - 80:77. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველო მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს. პირველად ისტორიაში.

შეხვედრამდე ხშირად იყო ნახსენები სიტყვა „ისტორიული", მართლაც, ჩვენი გუნდი ასე ახლოს არასოდეს ყოფილა ახლოს მსოფლიო ჩემპიონატზე მოხევდრასთან. თუმცა ნებისმიერი მიზნის მისაღწევად დიდი შრომაა საჭირო, მითუმეტეს ასეთი მიზნის, რომელიც ილიას ზუროსის სიტყვებს თუ მოვიხმობთ, იშვიათად გეძლევა.

მეტოქეც შესაბამისი იყო - თუ ჯგუფში საქართველომ ესპანეთი დაამარცხა, ისლანდიამ - იტალიას სძლია. მისი დამარცხება კი იოლი საქმე რომ არ იყო, პირველ მატჩშიც დავრწმუნდით - საქართველოს ნაკრებმა რეიკიავიკში 88:85 გაიმარჯვა.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×