რეზონანსი
26.02.2023

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ განცხადება „ვივამედის" ექიმებმა „იმედის კვირა"-სთან გააკეთეს. ენდოკრინოლოგ სოფო მებუკეს განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი დღის განმავლობაში წონაში მატებისთვის საკმარის კალორიების ნახევარსაც არ იღებს.

„სააკაშვილი უნდა იღებდეს 1350 კალორიას, მინიმუმს ძირითადი ცვლისთვის, წონის შენარჩუნებისთვის 1500-ს მაინც, ხოლო მატებისთვის 1700 კალორიას. მის მიერ ყოველდღიურად მიღებული საკვების დაანგარიშებით კალორაჟი არ აღემატება 400-500-600 კალორიას, ესეც იშვიათად. პარენტერალურ კვებაზე დაგვთანხმდებოდა იმ შემთხვევაში თუ გადავიყვანდით რეანიმაციაში. ამ დრომდე, პარამეტრებიდან გამომდინარე ამის საჭიროება არ ყოფილა. არის რაღაც დეტალები და ნიუანსები, რაც მისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ დღემდე შეუსრულებელი რჩება, კვებასთან, მადაზე მომყვან პრეპარატებთან, ამინომჟავების კომპლექსთან, ენტერალურ კვებასთან დაკავშირებით და ა.შ.", - განაცხადა სოფო მებუკემ.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×