რეზონანსი
26.02.2023

ალასანია გაეროში მუშაობდა, როგორც რუსეთის მოქალაქე, რუსული კვოტით და იყო სამხედრო შესყიდვების დეპარტამენტში მეორე პირი, წლების განმავლობაში. მას შესაბამისი კონტაქტები, რა თქმა უნდა ჰქონდა იმიტომ, რომ ეს დიდად ხელს უწყობდა მას. სხვა საქმეა, რომ ბევრს ჰყვებოდნენ, მასზე უცხოეთში ბევრი პუბლიკაციაა, მაგრამ მე არ გამიგია, რომ მასზე ვინმემ საქმე აღძრა. ესეც ნიშანდობლივია. მაშინ უცხოურ გამოცემებში საქართველოს პირდაპირ უწოდებდნენ იარაღის უკანონო ვაჭრობის რეგიონულ ჰაბს, - ამის შესახებ „მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის" ხელმძღვანელმა, პეტრე მამრაძემ „იმედის კვირა"-ს განუცხადა.

„სააკაშვილი-ალასანიას დროს, საქართველო სრულიად ლეგალურად ყიდულობდა იარაღს და შემდეგ ეს იარაღი რატომღაც ჩნდებოდა სადმე აფრიკაში, სირიაში და ა.შ. ვოქტორ ბუტის უკან ხომ რუსული ძალოვანები იდგნენ ეს ხომ ყველამ იცის", - განაცხადა პეტრე მამრაძემ.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×