რეზონანსი
26.02.2023

ადვოკატების მხრიდან ხშირად ხდება პაციენტის დაიმედება, თუმცა, შემდეგ გადის ის ერთი კვირა და პაციენტი აღმოჩნდება მისთვის მწარე რეალობის წინაშე, - ამის შესახებ „ვივამედის" კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ „იმედის კვირას" სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განუცხადა.

აღნიშნულით მან განმარტა, თუ რა შემთხვევებში უარესდება სააკაშვილის მდგომარეობა.

„ადვოკატების მხრიდან ხშირად ხდება პაციენტის დაიმედება, რომ ვთქვათ, ეს იმ კვირაში თუ მომავალ კვირაში გადაწყდება, თუმცა, შემდეგ გადის ის ერთი კვირა და პაციენტი აღმოჩნდება მისთვის მწარე რეალობის წინაშე და აქედან იწყება უკვე მისი მდგომარეობის გაუარესება.

ყველაფერს რომ კადრულობენ და იგივე ხაჭაპურიძე, რაც ბუნებაში წარმოუდგენელია, ისეთ რაღაცებს. რატომღაც, ესაა მისი, როგორც ადვოკატის ხაზი, მიმართულება, რომ რაც შეიძლება მეტი კომპრომეტირება მოახდინოს კლინიკისა და ექიმების", - განაცხადა ჩხაიძემ.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×