რეზონანსი
05.02.2023

ეროვნული სატყეო სააგენტოს კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, თელავის სატყეო უბნიდან უკანონოდ მოპოვებული წიფლის სახეობის 5 მ3-მდე მეორე ხარისხის საშეშე მერქნის ტრანსპორტირებას მოქალაქე სატვირთო ავტომობილით ახორციელებდა. ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა ავტოსატრანსპორტო საშუალება დალუქეს და თელავის „საქმიან ეზოში" გადაიყვანეს.

ფაქტზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის საგამოძიებო ორგანოში გადაიგზავნა. უკანონოდ მოპოვებული საშეშე მერქანი თელავის „საქმიან ეზოში" დასაწყობდა, საიდანაც მისი რეალიზაცია მოხდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×