რეზონანსი
05.02.2023

ადამიანი აღარ არსებობს - არის ჩხირი, რომელიც ვერაფერს ჭამს და ვეღარ მოძრაობს, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ მედიას „ვივამედთან" განუცხადა.

როგორც მან ყოფილი პრეზიდენტის მონახულებამდე ჟურნალისტებთან აღნიშნა, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

„საშინელი მდგომარეობა, ჯანმრთელობაზე უკვე აღარ არის საუბარი, ადამიანი აღარ არსებობს - არის ერთი ჯოხი, ჩხირი, რომელიც ვერაფერს ჭამს და ვეღარ მოძრაობს", - განაცხადა ალასანიამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, კლინიკა „ვივამედის" კლინიკური დირექტორი ირწმუნება, რომ ოჯახის წევრების მიერ საკვები რაციონი გაზრდილია, რაზე ალასანიამ განმარტა, რომ მასთან ზუსტად იგივე საკვები მოიტანა, რაც ყოველდღიურად მოაქვს.

„კარგით რა, ზუსტად იგივე მოვიტანე, რაც ყოველ დილით მომაქვს", - აღნიშნა ალასანიამ.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ყველა ცნობილი უცხოური მედია იუწყება.

„ევროსაბჭომ და ევროკავშირმა რეზოლუციას მიიღო. ახლა საგანგებო სხდომა ჩატარდა აპირებენ რეზოლუცია კიდევ მიიღონ, ასევე უკრაინის რადა რეზოლუციას იღებს. არის სამიტი, სადაც მუდმივად ჩემს შვილზე საუბარია. უცხოური ცნობილი გაზეთი აღარ დარჩა, სადაც ინფორმაცია ჩემს შვილზე არ იყოს. მე არ ვიცი, მეტი რაღა უნდა იყოს. მე საქართველოში მეორე ასეთი ადამიანი არ მეგულება, რომელზეც შეიძლება ასეთი ხმაური ატეხილიყო", - აღნიშნა ალასანიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×