რეზონანსი
27.12.2022

სახელმწიფომ დანიშნა სხვადასხვა ტიპის ექსპერტიზა ვითარების კიდევ უფრო დასადგენად. ჩვენ ვხედავთ, რომ სააკაშვილი და მისი უფლებადამცველებიც ყოველ ჯერზე თავს არიდებენ ასეთი ექსპერტიზის ჩატარებას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო ექსპერტიზაზე საუბრისას განაცხადა.

„არც უცხოელების მიერ ჩატარებულმა კვლევამ არ აჩვენა, რომ მის ორგანიზმში რაიმე ქიმიური ნივთიერება იმაზე მეტია, ვიდრე ეს ნორმითაა დასაშვები. პლუს, დამატებით, როდესაც სახელმწიფომ დანიშნა სხვადასხვა ტიპის ექსპერტიზა ამ ვითარების კიდევ უფრო დასადგენად, ჩვენ ვხედავთ, რომ თავს არიდებენ სააკაშვილი და მისი უფლებადამცველებიც ყოველ ჯერზე ასეთი ექსპერტიზის ჩატარებას. ნათელია, რომ ჩვენ ჩვეულებრივ სწორ ადგილზე სპეკულაციასთან, ტყუილთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×