რეზონანსი
26.12.2022

უკრაინის პრეზიდენტსა და ინდოეთის პრემიერ-მინისტრს, ნარენდრა მოდის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. სატელეფონო საუბრის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიკრობლოგ „ტვიტერზე" დაწერა, რომ სწორედ „დიდი ოცეულის" სამიტზე განაცხადა საკუთარი ხედვის შესახებ, რა პირობებში შეიძლება, დასრულდეს ომი და ახლა ამ გეგმის რეალიზებაში ინდოეთის დახმარების იმედი აქვს.

თავის მხრივ, სატელეფონო საუბრის დასრულების შემდეგ ინდოეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ინდოეთის პრემიერმა საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ საკუთარი მოწოდება კიდევ ერთხელ გაიმეორა.

შეგახსენებთ, ინდოეთი არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×