რეზონანსი
11.10.2022

თელავის რაიონულმა სასამართლომ მკვლელობისთვის დაკავებულ 22 წლის თორნიკე გამხვეტელაშვილს, აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლე მამუკა წიკლაურმა სრულად გაითვალისწინა პროკურატურის მოთხოვნა, სადაც სახელმწიფო ბრალდება, პატიმრობას მოითხოვდა და განმარტავდა, რომ ბრალდებულის მხრიდან არსებობს მოწმეებზე ზემოქმედების, მტკიცებულებების განადგურებისა და მიმალვის საფრთხე.

დაცვის მხარემ კი, გირაოს შეფარდების შუამდგომლობა დააყენა. პროცესზე სიტყვის თქმის უფლებით ისარგებლა თავად ბრალდებულმა. გამხვეტელაშვილი აღიარებს და ნანობს ჩადენილ დანაშაულს. თუმცა, აცხადებს, რომ დანაშაულის ჩადენა წინასწარ დაგეგმილი არ ჰქონდა და დანაშაულის ჩადენა, თავად  მარიამ გამტკიცულაშვილის ქცევიდან გამომდინარე მოხდა, რადგან ის პოლიციაში დარეკვით ემუქრებოდა.

გამხვეტელაშვილს არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ქალის მკვლელობის ფაქტზე, 2 მუხლით ედავებიან. ესენია - ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში და შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 16 დან 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

შემდეგი სასამართლო სხდომა, 22 ნოემბერს 13:00 საათზე ჩაინიშნა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×