რეზონანსი
11.10.2022

თუ ის წარმოადგენს ან ევროკავშირის, ან რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციის ან თუნდაც აშშ-ის სახელმწიფო ადმინისტრაციის 1 ოფიციალურ დოკუმენტს, სადაც პირდაპირ არის მითითებული, საქართველო უნდა შეუერთდეს ან არ უერთდება რომელიმე სანქცია, მადლობელი დავრჩები, მაგრამ ასეთი დოკუმენტი ბუნებაში არ არის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა „ქრონიკაში“ რასა იუკნევიჩიანეს განცხადებისას შეფასებისას ისაუბრა.

„ცოტა უხერხულია ასეთი არაკვალიფიციური განცხადების გაკეთება. ჭკუის სასწავლებელი არაფერი გვჭირს ასეთი ანგაჟირებული პოლიტიკოსებისგან, როგორიც ეს ქალბატონია. ის შემჩნეულია კრიმინალთა ბანდის - „ნაციონალური მოძრაობის“ აწყვეტილ გულშემატკივრობაში, იმ ავაზაკების, რომლებიც წლები თარეშობდნენ ამ ქვეყანაში და ამ ქალბატონის ამოღებული ხმა არ მახსოვს არასოდეს“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

ცალკეული ევროპარლამენტარების მხრიდან კვლავ კეთდება განმარტება, თუ რას უნდა გულისხმობდეს საქართველოს შემთხვევაში დეოლიგარქიზაცია. ამჯერად რასა იუკნევიჩიენე საუბრობს კანონზე, რომელიც ქართველმა კანონმდებლებმა ევროპული რეკომენდაციების შესრულების ფარგლებში უნდა მიიღონ. ეს არა არის ერთადერთი საკითხი, რასაც იუკნევიჩიენე ყურადღებას უთმობს. მათ შორისაა მოწოდება საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომ ქვეყანა დასავლეთის სანქციებს შეუერთდეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×