რეზონანსი
11.10.2022

დეოლიგარქიზაცია ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების ერთ-ერთ ყველაზე სადავო საკითხად რჩება. ოპოზიციის უდიდესი ნაწილისთვის მიუღებელია "ქართული ოცნების" მიერ უკრაინული კანონის პირდაპირ თარგმნა და ქართულ რეალობასთან მორგების მცდელობა.

"ქართული ოცნება" ხელმძღვანელობს არგუმენტით, რომ უკრაინული კანონი მოწონებულია ევროკომისიის მიერ და შესაბამისად, ამ კანონის თარგმნით დეოლიგარქიზაციის რეკომენდაცია შესრულებულად ჩაითვლება საქართველოს შემთხვევაშიც.

ამასთან, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ოპონენტების მოსაზრებას "გზააბნეული ოპოზიციის პოზიციებს" უწოდებს. 

"გზ აბნეული ოპოზიციის პოზიციები - ასე შემიძლია შევაფასო ის რასაც ახლა ვისმენთ. ერთის მხრივ ამბობენ, გასაგებია, რომ კანონპროექტში კონკრეტული სახელი და გვარი ვერ ჩაიწერება. მაგრამ იმავდროულად ვერც იმას ხვდებიან, როგორ შეიძლება მოახვედრონ ბიძინა ივანიშვილის სახელი რომელიმე კანონპროექტში.

ამ კანონპროექტის მოაზრება, როგორც მისთვის შეზღუდვების დაწესების უნარის მქონისა, რასაკვირველია, გამოირიცხება. საპირისპიროდ ოპოზიციის მხარეს ბევრი ასეთი ადამიანი შეიძლება მიეთითოს, რომელსაც მართლა აქვს არა მხოლოდ შესაძლებლობა, მედიაზე გავლენა და პოლიტიკური მონაწილეობა, არამედ იმავდროულად სურვილიც, რომ მათი მერკანტიული მიზნების სამსახურში ჩააყენონ პოლიტიკაში მონაწილეობაც და მედია საშუალებებზე გავლენაც. არავითარი სასაყვედურო ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ არ აქვს, მაგრამ ხვდებიან, რომ უნდათ ძალიან, ლამის სპორტული აზარტი აქვთ, გააკრიტიკონ ბიძინა ივანიშვილი,"-აცხადებს მიხეილ სარჯველაძე. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×