რეზონანსი
14.07.2022

არ ვარ მომხრე ამ გაუთავებელ აქციებზე საუბრის, მე ვარ მომხრე, რომ ჯერ იდეაზე ვისაუბროთ, იდეაზე ჩამოვყალიბდეთ, - ამის შესახებ პარტია „გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

„მე მესმის, რომ ქართულ პოლიტიკაში დიდი ცდუნებაა, ვინ ჩაატარებს აქციას. ეს რატომღაც ყველაზე ძლიერ პოლიტიკურ იარაღად ითვლება. მე სინამდვილეში პოლიტიკურ სპექტრს მოვუწოდებდი იმისკენ, რომ სანამ აქციებზე ილაპარაკებენ, იქამდე იდეებზე ილაპარაკონ. არ ვარ მომხრე ამ გაუთავებელ აქციებზე საუბრის, მე ვარ მომხრე, რომ ჯერ იდეაზე ვისაუბროთ, იდეაზე ჩამოვყალიბდეთ და მერე აქციაზეც ვილაპარაკოთ და რაზეც გინდათ, მაგრამ ჩვენ თვითონ გესმეოდეს რა გვინდა და საითკენ მივდივართ", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

„სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ სექტემბრიდან მძლავრი მასობრივი პროტესტი დაანონსა და თქვა, რომ დაუმორჩილებლობას გამოაცხადებენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×