რეზონანსი
14.07.2022

ჩეხეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ევროკავშირი ამზადებს სანქციების მეშვიდე პაკეტს მოსკოვის წინააღმდეგ, მაგრამ უკვე ნათელია, რომ ის არ შეზღუდავს რუსული გაზის იმპორტს, რადგან ძალიან ბევრი წევრი ქვეყანა ვერ ახერხებს საკმარისად სწრაფად კორექტირებას.

ევროკავშირის ახალი სანქციებით აიკრძალება ოქროს იმპორტი, გაფართოვდება ორმაგი დანიშნულების საქონლის სია, რომლის ექსპორტი აკრძალულია რუსეთში და სანქციები დაუწესდება ფიზიკურ პირებს.

„რა თქმა უნდა, პრობლემურია სანქციებში ენერგეტიკის ჩართვა, რადგან დაცული უნდა იყოს წესი, რომ სანქციებმა რუსეთზე უფრო დიდი გავლენა უნდა მოახდინოს, ვიდრე სანქციების დამწესებელ ქვეყნებზე. მე ვფიქრობ, რომ იქ არ უნდა იყოს გაზი, რადგან რამდენიმე ქვეყანა რუსულ გაზზეა დამოკიდებული", - თქვა პეტრ ფიალამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×