რეზონანსი
14.07.2022

მინიმუმ 6 თვეში და მაქსიმუმ 1 წელიწადში ჩვენი ავიაკომპანია რეისების შესრულებას აშშ-სა და საქართველოს შორის დაიწყებს, - ამის შესახებ „ბიზნეს ფორმულასთან" კომპანია „ეარ ჯორჯიას" დამფუძნებელმა განაცხადა.

გიორგი კოდუას თქმით, ამერიკის რეისებზე მუშაობა დაწყებულია, მაგრამ ეს ადვილი არ არის. „ამერიკის შეერთებული შტატები FAA (ფედერალური საავიაციო ადმინისტრაცია) სტანდარტებზეა, ჩვენთან კი EASA სტანდარტები მოქმედებს. შესაბამისად, სახელმწიფომ უნდა დანერგოს ახალი სტანდარტები, რაც დროში გაიწელება", - აცხადებს გიორგი კოდუა.

„ეარ ჯორჯიას" დამფუძნებელი კანადის მიმართულებაზეც საუბრობს და ამბობს, რომ საქართველოსა და კანადას შორის, კერძოდ ქალაქ ტორონტოს მიმართულებით, 2-3 თვეში პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყება იგეგმება.

წყარო: "ფორტუნა"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×