რეზონანსი
14.07.2022

მოლდოვის პრეზიდენტის თქმით, ქვეყანა ამ ზამთარს ენერგოდაზოგვის რეჟიმისთვის უნდა მოემზადოს.

მაია სანდუმ აღნიშნა, რომ მოლდოვამ ხელი მოაწერა კონტრაქტს რუსულ „გაზპრომთან" იმ პირობებით, რაც შეიძლებოდა გაკეთებულიყო იმ დროს, მოსკოვის პოლიტიზებული პოზიციის გათვალისწინებით.

„არ ვაპირებ ქვეყნის ნაწილის გაყიდვას მხოლოდ იმიტომ, რომ ნახევარი წლით იაფი გაზი გვქონდეს. ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებელია და ჩვენ უნდა დავიცვათ იგი. დიახ, ყველასთვის რთულია. და, რაც მთავარია, იმის გამო, რომ ამ ხნის განმავლობაში ჩვენ არ ვეძებდით ალტერნატივებს, არ ვდებდით ინვესტიციას ენერგეტიკულ პროექტებში, რადგან მაშინ ჩვენ ეს არ გვაინტერესებდა", - განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა.

მაია სანდუმ უსაყვედურა ოპოზიციურ პარტიებს წამგებიანი კონტრაქტის კრიტიკის გამო და აღნიშნა, რომ მათ თავად არ მოაწერეს ხელი „გაზპრომთან" გრძელვადიან ხელშეკრულებას, როცა ხელისუფლებაში იყვნენ და „მოსკოვს ემსახურებოდნენ და არა თავიანთ მოქალაქეებს".

„მათ ვერ შეძლეს და ეს ჩვენთვისაც შეუძლებელია, რადგან არ არის საბაზრო პირობები. ფასი არ არის საბაზრო, არამედ სპეკულაციურია. იქმნება გარემოებები, რომ გაზის ფასი ზედმეტად მაღალი იყოს", - განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×