რეზონანსი
14.07.2022

მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში კვლავ უნალექო და ცხელი ამინდი შენარჩუნდება, ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, სვეტლანა ნიორაძემ განგვიცხადა:

- აღმოსავლეთ საქართველოში ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი 21 ივლისამდე გაგრძელდება. ტემპერატირა 33-39 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში კი შედარებით გრილი ამინდი იქნება. 20 ივლისამდე ტემპერატურა 25-30 გრადუსის ფარგლებშია ნავარაუდევი. თბილისში უახლოესი 1 კვირის განმავლობაში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ტემპერატურა კი 36-38 გრადუსის ფარგლებში იქნება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში, ზაფხულის საშუალო ტემპერატურა კლიმატურ ნორმასთან შედარებით 1-2 გრადუსით მაღალი, იქნება, ნალექების რაოდენობა კი ნორმაზე ნაკლები.

წყარო: "მშობლები.ჯი"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×