რეზონანსი
13.07.2022

ირაკლი ხომასურიძე, რომელიც „რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარის, დეპუტატ ხათუნა სამნიძისა და ამავე პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებლის, დავით ბერძენიშვილის საქმეზე არის ბრალდებული, თბილისის საქალაქო სასამართლომ გაათავისუფლა.

ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის თქმით, ირაკლი ხომასურიძეს თავდებში 205 ადამიანი დაუდგა, თუმცა მის გათავისუფლებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა თავად დაზარალებულების - დავით ბერძენიშვილისა და ხათუნა სამნიძის - პოზიციას. ისინი თანახმა იყვნენ, რომ ირაკლი ხომასურიძე გათავისუფლებულიყო.

შეგახსენებთ, რომ 6 ივნისს ხათუნა სამნიძეს და დავით ბერძენიშვილს თბილისში, რუსთაველის გამზირზე თავს დაესხნენ. პოლიციამ ირაკლი ხომასურიძე ადგილზე დააკავა. მას პროკურატურამ ბრალდება წარედგუდგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა მის პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით). ირაკლი ხომასურიძეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 8 ივნისს შეუფარდა.

საქმის არსებითი განხილვა მოგვიანებით დაინიშნება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×