ირმა ჩიტაია 26.08.2024

სქროლები, მოპედები და სხვა მცირე ზომის გადაადგილების საშუალებები საგზაო მოძრაობას სერიოზულ საფრთხეს უქმნიან. იქიდან გამომდინარე, რომ ისინი არანაირ რეგულაციას არ ემორჩილებიან, მსგავსი ტრანსპორტი ქაოსურად მომრავლდა და ხშირად ავტოსატრანსპორტო შემთხვევების გამომწვევი ხდება, რასაც ავარიების სტატისტიკაც ადასტურებს. მსოფლიოში დიდ ქალაქებში უკვე დაიწყებს ამ სახის ტრანსპორტის შეზღუდვა.
|
ქეთო გოგოხია 26.08.2024

შაქარი და მისი სინთეზური შემცვლელები ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათოა. არაერთი კვლევით დასტურდება, რომ ჭარბი დოზით შაქრის მიღება მავნებელია, თუმცა გაცილებით საშიშია ალტერნატიული საშუალებები, რასაც საკვებ ინდუსტრიაში იყენებენ.
|
ქეთო გოგოხია 22.08.2024

წინასაარჩევნოდ ეროვნული ვალუტა საკმაოდ სტაბილურად გამოიყურება და ამ მდგომარეობას, სავარაუდოდ, არჩევნების შემდგომ პერიოდშიც შეინარჩუნებს. ყოველ შემთხვევაში, მოლოდინი დადებითია, რაც გავლენიანი ფინანსური ორგანიზაციის კვლევითაც გამყარდა და გავრცელებულ მოსაზრებას ექსპერტთა უმეტესობაც ეთანხმება.
|
ირმა ჩიტაია 22.08.2024

შრომის ბაზარზე კადრებზე დიდი მოთხოვნა და დასაქმების მეტი შესაძლებლობაც გაჩნდა, თუმცა ამან მოსახლეობას დიდი შეღავათი ვერ მისცა. შედეგით კი ყველა უკმაყოფილოა, სამსახურის მაძიებელი და ბიზნესიც, რომელიც საჭირო კადრს დაბალი კვალიფიკაციის გამო ვერ შოულობს და ვერც ხელფასების ზრდის გარანტიას იძლევა.
|
ირმა ჩიტაია 21.08.2024

უძრავი ქონების ბაზარზე ფასების სტაბილიზაციის ტენდენცია გრძელდება. დარგზე სხვადასხვა გარე თუ შიდა ფაქტორი ფაქტორი ახდენს გავლენას. სპეციალისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ სექტემბრიდან ბინების ღირებულება გაიზრდება, ნაწილი კი ფასების ზრდას პერსპექტივას სკეპტიკურად უყურებს.
|
ქეთო გოგოხია 21.08.2024

ქართულ ბაზარზე ნუშსა და კაკალზე მოთხოვნა და ფასიც იზრდება. მიუხედავად იმისა, რომ ტენდენცია დადებითია, საქართველოში კაკლოვანი კულტურების წარმოება, ძირითადად, ახლა იწყებს განვითარებას. ბაზარი უმეტესწილად იმპორტული ნაწარმით არის გაჯერებული, რომელიც ქართულთან შედარებით, გაცილებით ნაკლები ღირს.
|
ქეთო გოგოხია 20.08.2024

საავტომობილო ბაზარზე სიტუაცია ნელ-ნელა უმჯობესდება. წლის პირველ ნახევარში რეალიზაცია შემცირებული იყო, ახლა ვითარება შეიცვალა და მცირედი ზრდა ფიქსირდება, თუმცა გამოწვევები ჯერ კიდევ არსებობს. კერძოდ, არის საფრთხე, რომ ქვეყანამ ჰაბის ფუნქცია დაკარგოს, რაზეც ავტოიმპორტიორები ღიად საუბრობენ.
|
ქეთო გოგოხია 19.08.2024

უმუშევრობა მცირდება და ისტორიულ მინიმუმზეა, თუმცა შრომის ბაზარზე სიტუაცია რეალურად ვერ გაუმჯობესდა. უმუშევრობის შემცირებასთან ერთად იკლებს ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის რაოდენობა. როგორი შთამბეჭდავიც არ უნდა იყოს სტატისტიკა, დასაქმება ისევ ჭირს და სულ უფრო მეტი ადამიანი მიდის ქვეყნიდან, რადგან პერსპექტივას ვერ ხედავს.
|
ქეთო გოგოხია 19.08.2024

საქართველოში საშუალო ფენა ვერ იქნა და ვერ ჩამოყალიბდა, რაც ნიშნავს, რომ ეკონომიკური ზრდის სარგებელი ხელშესახები არ არის და ამ სიკეთით მოსახლეობის დიდი ნაწილი რეალურად ვერ სარგებლობს. ამასობაში მდიდრები უფრო მდიდრდებიან და ღარიბები საშუალო ფენაში ვერაფრით გადადიან. შესაბამისად, ეკონომიკური ზრდა ვერასდროს მოიტანს შედეგს, თუკი ცხოვრების დონე არ გაუმჯობესდება.
|
ქეთო გოგოხია 19.08.2024

საქართველოში საავტომობილო ზეთის ხარისხის სტანდარტი არ არსებობს, რის გამოც მისი კონტროლი დიდ სირთულეს წარმოადგენს და რეალურად არც მოწმდება. ამ დროს დადასტურებულია, რომ უხარისხო საავტომობილო ზეთის გავლენა ადამიანებსა და გარემოზე ტოქსიკურია, ძალიან საშიშია ჯანმრთელობისთვის და ავტომობილების გამართულ მუშაობასაც ხელს უშლის.
|
ირმა ჩიტაია 15.08.2024

შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა ყოველდღიურად მატულობს. სახელმწიფოს პრობლემასთან გამკლავება უჭირს. მიუხედავად ორნიშნა ეკონომიკური ზრდისა, ქვეყანაში სწრაფად იზრდება სოცდაუცველთა რაოდენობა, რაც თავისებურად ურთიერთგამომრიცხავი ფაქტია. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ეს მჩვენებელი 39%-ით გაიზარდა.
|
ქეთო გოგოხია 15.08.2024

საქართველოში საინვესტიციო კლიმატი ბოლო წლების განმავლობაში საგრძნობლად შეიცვალა. 2023 წლის სტატისტიკა ამ მხრივ არასახარბიელოა, რაზეც სხვადასხვა ფაქტორმა იქონია გავლენა. მათ შორის, შიდა პოლიტიკურმა ვითარებამ, სანქციებით შანტაჟმა და სხვა, რამაც ქვეყანას საინვესტიციო მიმზიდველობა დაუკარგა. დიდი ალბათობით, კლების ტენდენცია წელსაც შენარჩუნდება, რაც უკვე არჩევნების გავლენით იქნება გამოწვეული. მომავალი წლიდან კი ამ მხრივ დადებით ფაქტორად შეიძლება იქცეს ანაკლიის პორტის პროექტი, რაც ინვესტიციების მოზიდვის კუთხით ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|