მარიამ ვეკუა
14.05.2025

ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ ევროკავშირი დღესაც მუშაობს საქართველოში „ძალადობაზე პასუხისმგებელი პირებისთვის" პერსონალური სანქციების მიღებაზე, თუმცა ევროკავშირის 27 წევრ სახელმწიფოს შორის ერთსულოვნება ისევ არ არის. მისივე თქმით, გრძელდება მუშაობა საქართველოსთვის პრივილეგირებული მდგომარეობის გადახედვაზეც. უნდა ელოდონ თუ არა „ოცნების" მაღალჩინოსნები პერსონალური სანქციების ახალ პაკეტს ევროკავშირისგან უახლოეს მომავალში და ჩამოერთმევა თუ არა მინიჭებული პრივილეგიები საქართველოს ევროკავშირისგან?

თამთა ჩაჩანიძე
13.05.2025

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ღია წერილს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსისადმი, როგორც მოსალოდნელი იყო, დიდი გამოხმაურება მოყვა. ანალიტიკოსები საქართველოს ხელისუფლების ასეთ არაორდინალურ ნაბიჯს აშშ-ის კონგრესში „მეგობარი აქტის" მიღებასა და იგივე საკითხის კონგრესში განხილვის მოახლოებას უკავშირებენ. მათივე ვარაუდით, წერილი უპასუხოდ არ დარჩება და სწორედ ამ პასუხზე იქნება დამოკიდებული საქართველოს საგარეო პოლიტიკაც და ქვეყნის შიგნით არსებული პოლიტიკური სიტუაციაც.

თამთა ჩაჩანიძე
13.05.2025

13 მაისს პარლამენტმა მესამე მოსმენით კენჭი უყარა და კანონის დონეზე დაფუძნდა საქართველოს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი. დადგენილი წესის თანახმად, დეპარტამენტი აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა რგოლის გადაწყვეტილებების შესრულების კონტროლს უზრუნველყოფს. ანალოგიური სახელწოდების დეპარტამენტი აშშ-ის სახელმწიფო ადმინისტრაციაში დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ შეიქმნა და მისი ხელმძღვანელი ტრამპთან დაახლოებული მილიარდერი ილონ მასკი გახდა.

ნატალია ჯვარიძე
13.05.2025

საქართველოს დელეგაცია, სავარაუდოდ, იანვარში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე დაბრუნდება. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილისსა ევროსაბჭოს საპარალამენტო ასამბლეის პრეზიდენტ თეოდოროს რუსოპულოსს შორის უნგრეთში გამართული შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი. სამშაბათს ასევე გაირკვა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილიევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 134-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას.

მარიამ ვეკუა
13.05.2025

„ნუ ებრძვით სააკაშვილს" - 9 მაისის ინციდენტის შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის" წევრები აქტიურად ატარებენ ამ რიტორიკას და საზოგადოების ნაწილს „სასარგებლო იდიოტობის" დაძლევისკენ მოუწოდებენ. პარალელურად, „ნაცმოძრაობის" დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში ექსპრეზიდენტის შვილი ნიკოლოზ სააკაშვილიც შედის, ვაშინგტონში იმყოფება. ეს ყველაფერი სავარაუდოდ იმაზე მიუთითებს, რომ ენმ ცდილობს კვლავ გააქტიუროს სააკაშვილის თემა და დააბრუნოს ის პოლიტიკური დღის წესრიგში როგორც ქვეყნის შიგნით, ისე დასავლეთში.

ნატალია ჯვარიძე
13.05.2025

მას შემდეგ, რაც აშშ-ის წარმოამდგენლობითმა პალატამ ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა „მეგობარი აქტის" მიღებას, საქართველოს პარლამენტმა გადაწყვიტა საპასუხო სპეციალური განცხადება მიიღოს. პროექტი უკვე ინიცირებულია. ანალიტიკოსები კი ვარაუდობენ, რომ შესაძლოა ამან საპირისპირო შედეგი გამოიწვიოს.

მარიამ ვეკუა
12.05.2025

12 მაისს უნგრეთში ევროკავშირის წევრი და პარტნიორი პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენცია ჩატარდა, სადაც სიტყვით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოვიდა.

თამთა ჩაჩანიძე
12.05.2025

ოპოზიციის ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ ადგილობრივ არჩევნებში ჩაბმა არის „ხელისუფლების ლეგიტიმაციის აღიარება და 6-თვიანი პროტესტის წყალში გადაყრა". პარტია „გახარია საქართველოსთვის" მონაწილოებას არ გამორიცხავს, ამასთან, „ლელოს" კოალიციაც რეგიონებში შეხვედრებს მართავს, თუმცა, როგორც პარტიაში ამბობენ, „ეს არ ნიშნავს რომ თვითმმართველობის არჩვენებსთვის ემზადებიან".

ნატალია ჯვარიძე
12.05.2025

მოსკოვში პუტინთან შეხვედრის შემდეგ სოხუმის რეჟიმის ლიდერმა კიდევ ერთხელ გაიმეორა სეპარატისტების მანტრა, რომ აფხაზეთი დამოუკიდებელია და საქართველოს რეალობასთან შეგუება ურჩია. ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, როცა სუვერენიტეტი თვალსა და ხელს შუა ქრება. ამის ნათელი მაგალითია, რომ „პრეზიდენტად" პუტინმა თავისი კადრი დაუსვა, რომელიც ყველანაირ დოკუმენტზე თანახმაა, რომ სიუზერენს ხელი მოუწეროს. ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ამბობს, რომ „დამოუკიდებლობის თვითონ აფხაზებსაც არ სჯერათ".

თამთა ჩაჩანიძე
12.05.2025

„ლელოს" ლიდერის მამუკა ხაზარაძის თქმით, ოპოზიცია არ გაჩერდება, ვიდრე ახალ საპარლამენტო არჩევნებს და კოალიციურ მთავრობას არ მიაღწევს. ანალიტიკოსები "რეზონანსთან" აცხადებენ, რომ "ოცნების" მხრიდან ახალ არჩევნებზე დათანხმება პოლიტიკური ხარაკირის ტოლფასია, ამ მოცემულობით კი, ოპოზიციას ის რესურსი არ აქვს, რომ მმართველ პარტია ამ დათმობაზე წაიყვანოს.

თამთა ჩაჩანიძე
11.05.2025

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღება-არმიღებაზე საუბარი ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს და უბიძგებს იქითკენ, რომ პოლიტიკური ვითარება მისივე სცენარით წავიდეს. უნდა აღინიშნოს, რომ უკვე მეორე თვეა თემა აქტუალობას არ კარგავს, მათ შორის "ქართული ოცნებაში" , მის ოპონენტებსა და ანალიტიკურ წრეებში.

ნატალია ჯვარიძე
11.05.2025

სამოქალაქო აქტივისტები ენმ-ს უპირისპირდებიან და მწვავე განცხადებებს აკეთებენ. ისინი მას შემდეგ გააქტიურდნენ, რაც 9 მაისის აქციაზე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფოტო ნახეს, რაც შემდგომ დაწვეს. ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „ნაცმოძრაობისა" და აქტივისტების დაპირისპირებას აფასებს და ამბობს, რომ აქციაზე ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ფოტოების აფრიალება არასწორია, რადგან საბოლოო შედეგს ვერ დადებს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×