თამთა ჩაჩანიძე 03.04.2025

პროტესტის მონაწილეები ფიქრობენ, რომ აქციები უფრო აქტიური და მასშტაბური უნდა გახდეს და „გადაიზარდოს ქმედებაში". მათი ნაწილის აზრით, დროა პოლიტიკოსებიც ჩაერთვნენ, სხვები კი ამას კვლავ ეწინააღმდეგებიან. ანალიტიკოსებიც ფიქრობენ, რომ ის ზეწოლაც, რაც ბოლო დღეებში დასავლეთიდან მოდის „ოცნებაზე", პროტესტს არ გააფართოებს, რადგან რეალური პოლიტიკური ალტერნატივა არ არსებობს და ამაზე აქვს სამუშაო ოპოზიციას.
|
მარიამ ვეკუა 03.04.2025

პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის" საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის მე-10 სხდომა გაიმართა. აგფვისტოს ომი, ბიზნესის რეკეტი, ქონების იძულებით ჩამორთმევა, ციხეებში 2012 წლამდე არსებული მდგომარეობა, მხოლოდ ნაწილია იმ სკანდალური განცხადებებისა, რომელზეც სხდომაზე მოწვეულმა ადამიანებმა ისაუბრეს.
|
ნატალია ჯვარიძე 03.04.2025

დასავლეთის ცალკეული ქვეყნების წარმომადგენლები ევროკავშირს მოუწოდებენ, დაიწყოს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების პროცესი. განსაკუთრებით აქტიურობს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც ამბობს, რომ ეს საკითხი მაგიდაზე უკვე დევს. რამდენად რეალურია ეს და რა გავლენა ექნება ამას საქართველოში არსებულ ვითარებაზე, ამაზე ანალიტიკოსების ვარაუდები განსხვავებულია.
|
თამთა ჩაჩანიძე 03.04.2025

"არ მიკვირს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტს დამოუკიდებელი, ობიექტური ინ ფორმაცია ჯერ არ ჰქონდეს. სახდეპის სპიკერის მიერ ვენსის ხსენება ყველაფერს შუქს ჰფენს. თუ ჩვენმა ხელისუფლებამ შეძლო და მიაწოდა საღი და დამაჯერებელი ინფორმაცია, ხომ კარგი, თუ არა და ვერ გამოვრიცხავ ვერც იმას, რომ ტრამპი "მეგობარ აქტს" ხელს მოაწერს და ვერც იმას, რომ არ მოაწერს",- განაცხადა ანალიტიკოსმა პეტრე მამრაძემ "რეზონანსთან" აშშ-საქართველოს ურთიერთობებზე საუბრისას.
|
ნატალია ჯვარიძე 03.04.2025

„მე არაერთხელ მითქვამს, რომ „ქართული ოცნების"იმედები, თითქოს ბაიდენი შეიცვლება და ტრამპი შეარბილებს დამოკიდებულებას, არარეალისტურია," - ამის შესახებ პოლიტოლოგმა იგორ კვესელავამ საქართველო-ამერიკის ურთიერთობებზე საუბრისას განაცხადა.
|
მარიამ ვეკუა 03.04.2025

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 2 აპრილს საქართველოზე პირველი კომენტარი გააკეთა. განცახდებაში წერია, რომ „დემოკრატიული მანდატის მოპოვება ვერ მოხდება ცენზურით ან ციხეში ჩასმით", განცხადებიდან ვკითხულობთ, რომ აშშ თავისი მიდგომის შეფასებას საქართველოს მიმართ განაგრძობს. ოპოზიცია აცხადებს, რომ აშშ-ს რიტორიკა გამკაცრდება, „ოცნებაში" კი მოლოდინის რეჟიმი ისევ ჩართულია.
|
ნატალია ჯვარიძე 02.04.2025

„ნეტავ „ვივამედში" მყოფი ჩვენი მუმია თუ უყურებს და უსმენს თქვენს მონოლოგს? რა საინტერესოა, - აღნიშნულის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა კომისიის სხდომაზე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მისამართით განაცხადა.
|
თამთა ჩაჩანიძე 02.04.2025

"წინააღმდეგობის პლატფორმის" პირველი წინააღმდეგობა - მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ პლატფორმის რიგით მეორე შეხვედრაზე შემავალმა პოლიტიკურმა პარტიებმა დააფიქსირეს პოზიცია, რომ არცერთი არ მიიღებს მონაწილოებას და არ ითანამშრომლებს პარლამენტის ენმ-ს ხელისუფლების შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიასთან.
|
თამთა ჩაჩანიძე 02.04.2025

სამთავრობო ცვლილებებია, იუსტიციის მინისტრის თანამდებლობას ანრი ოხანაშვილის ნაცვლად "ოცნების" დეპუტატი პაატა სალია დაიკავებს, თავად ოხანაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად გადაინაცლებს, გრიგოლ ლილუაშვილი კი რეგიონული განვითარების სამინისტროს უხელმძღვანელებს, რომელიც პრემიერ ირაკლი კობახიძის თქმით, "დამოუკიდებელ სამინისტროდ ჩამოყალიბდება".
|
მარიამ ვეკუა 02.04.2025

სალომე ზურაბიშილის 31 მარტს დაანონსებულ „წინააღმდეგობის პლათფორმაზე" ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ მხოლოდ ერთიანობით შეძლებენ მიზნის მიღწევას, ხოლო მეორენი ზურაბიშვილის მიმართ უკმაყოფილებას არ მალავენ. მმართველ პარტიაში კი ხაზგასმით ამბობენ, რომ „ოპოზიციაში ქაოსია".
|
თამთა ჩაჩანიძე 01.04.2025

ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილით უკმაყოფილოა. ეს განსაკუთრებით 31 მარტის აქციაზე მისი გამოსვლის შემდეგ გამოჩნდა, როცა ზურაბიშვილმა კიდევ ერთი, როგით მესამე ინიციატივა - „წინააღმდეგობის პლატფორმა" წამოაყენა. უკმაყოფილო ჩანდნენ პარლამენტთან შეკრებილი პროტესტის მონაწილეებიც. მეხუთე პრეზიდენტის პოლიტიკურ მომავალზე ანალიტიკოსებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. ნაწილი ფიქრობს, რომ ზურაბიშვილის, როგორც პოლიტიკური ლიდერის „დაისი უკვე დაწყებულია", ნაწილი კი აცხადებს, რომ ჯერჯერობით პოტენციალი აქვს, რადგან არსებულ ფონზე „მაინც მას აქვს ყველაზე მეტი ლეგიტიმაცია".
|
ნატალია ჯვარიძე 01.04.2025

31 მარტის აქციის შემდეგ შექმნილი ვითარება აჩვენებს, რომ ოპოზიციური ერთობა პრაქტიკულად ჩაიშალა და პოლიტიკური პარტიები საკუთარი დღის წესრიგის მიხედვით იწყებენ მოქმედებას. ამასთან, სავარაუდოდ, ბოლო არჩვნებზე ბარიერგადალახული კოალიციების ერთიანობაც შეიძლებ სათუო გახდეს. ამის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ის სახელდება, რომ წლევანდელ არჩევნებში მონაწილეობა-არმონაწილეობასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა სახელდება.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|