მარიამ ვეკუა
11.03.2025

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, „საერთო საკოორდინაციო ფრონტის" შექმნის ინიციატივით გამოდის, ხოლო 31 მარტს დიდ აქციას აანონსებს. ამის შესახებ ინფორმაციას ოპოზიციის წევრები ავრცელებენ. თუმცა, ოპოზიციის ნაწილი ზურაბიშვილის გარშემო გაერთიანების იდეას კვლავ სკეპტიკურად უყურებს.

ნატალია ჯვარიძე
11.03.2025

ოპოზიციის ზოგიერთ ლიდერს შორის პირადი დაპირისპირებაა და ეს პოლიტიკურ პროცესებზეც აისახება. ამის შესახებ თავად ოპოზიციის წარმომადგენლები საუბრობენ. გარდა ამისა, მმართველ პარტიასთან დაპირისპირებაში ოპოზიციის წარუმატებლობის ერთ-ერთ მთავარ მიზეად სწორედ ამ შიდა კონფლიქტებს ასახელებენ. აქვს თუ არა ოპოზიციას ამ შიდა დაპირისპირების დაძლევის რესურსი და რა მოხდება, თუკი ამას ვერ შეძლებენ?

თამთა ჩაჩანიძე
10.03.2025

11 მარტს სენატის საგარეო ურთიერთიბათა კომიტეტში "მეგობარი აქტს" განიხილავენ. "ქართული ოცნება" იმედოვნებს, რომ დოკუმენტის ერთ-ერთი თანაავტორის ჯო უილსონის მოწოდებები არ გაჭრის "მისი უტოპიური იდეა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს, საქართველო არის ირანის მოკავშირე, არ იქნება განვითარებული". ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ აქტს ორპარტიული მხარდაჭერა აქვს.

ნატალია ჯვარიძე
10.03.2025

ხელისუფლებაში დარწმუნებულები არიან, რომ ოქტობერში ოპოზიცია ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებს. თავად ოპოზიციის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ „მანამ, სანამ სისტემა არ შეიცვლება და სამართლიანი თამაშის წესები არ დაწესდება" არჩევნებში არ ჩაერთვებიან.

თამთა ჩაჩანიძე
10.03.2025

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ მომავალში საქართველოს მიმართ აშშ-ის მიდგომებით და თანამშრომლობის ფორმებით გამოჩნდება "მოხერხდა თუ არა ამერიკაში "დიფ სთეითის" დამარცხება".

თამთა ჩაჩანიძე
09.03.2025

ას დღეზე მეტია, რაც ქვეყანაში უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს, თუმცა, ვერცერთმა დაპირისპირებულმა მხარემ სასურველ შედეგს ვერ მიაღწია. ერთის მხრივ, ხელისუფლებამ ვერ შეძლო პროტესტის ბოლომდე ჩახშობა და აქციები დღემდე იმართება. მეორეს მხრივ კი, დასავლეთში მიღებული მკაცრი რეზოლუციებისა და კონკრეტულ მაღალჩინოსნებზე დაწესებული სანქციების მიუხედავად, „ოცნებას" რყევა არ ეტყობა და არც თავის ოპონენტთა მოთხოვნების შესრულებას და ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას აპირებს. სადამდე შეიძლება გაგრძელდეს ეს მდგომარეობა და რას უნდა ველოდოთ გაზაფხულზე?

თამთა ჩაჩანიძე
09.03.2025

ლევან ცუცქირიძის მოძრაობა „თავისუფლების მოედანი" პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბდა. არის თუ არა ეს ახალი პარტიების გაჩენის დასაწყისი და რამდენად შესაძლებელია ვიხილოთ იმ საზოგადოებრივი მოძრაობების პარტიებად გაფორმების სერია, ვინც ბოლო პერიოდის საპროტესტო გამოსვლებისას გამოჩნდა პოლიტიკურ ასპარეზზე? ამ ამ პროცესზე და ზოგადად პოლიტიკაში ახალი სახეებისა და ახალი პარტიების გაჩენის აუცილებლობაზე პერიოდულად თავად ოპოზიციაში კეთდება განცხადებები, მათ შორის სალომე ზურაბიშვილის მხრიდანაც.

ნატალია ჯვარიძე
08.03.2025

„ძლიერი საქართველოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ინიციატივა, რომ უნდა შეიქმნას ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი, სადაც წამყვან როლს სალომე ზურაბიშვილი შეასრულებს, ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ვინ რა პირობით დათანხმდება შეთავაზებას, ან მოხერხდება თუ არა ხაზარაძის იდეის გარშემო ოპოზიციის გაერთიანება, ჯერ უცნობია. თუმცა ვიცით, რომ პარტია „გახარია საქართველოსთვის" ამაში მონაწილეობას არ აპირებს.

ნატალია ჯვარიძე
08.03.2025

პრემიერმა ირაკლი კობახიძემ გააკრიტიკა უცხოელი ელჩები, რომლებიც ხელისუფლების ოპონენტების სასამართლო პროცესებს ესწრებინ. პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს ქართულ მართლმსაჯულებაში ჩარევაა და ასევე მიანიშნა, რომ ელჩები ამით საერთაშორისო კონვენციებს არღვევენ. რამდენად რელევანტურია ეს ბრალდებები და აქვს თუ არა ამას რაიმე სამართლებრივი საფუძველი?

თამთა ჩაჩანიძე
07.03.2025

„შეიძლება 19-ე საუკუნის მოდელი ჩამოყალიბდეს, სადაც ერთის მხრივ რუსეთი და ამერიკა მოკავშირეები არა, მაგრამ ერთ მხარეზე იდგნენ და მეორეს მხრივ ჩინეთი და ევროპული კავშირი. როგორც ჩანს, ისტორია მეორდება, ოღინდ მაშინ ჩინეთი არ იყო, როგორც გლობალური მოთამაშე, დღეს ნომერ მეორე გლობალური აქტორია. თანდათან კვადროპოლარული სამყაროს კონტურები იკვეთება",- განაცხადა მაისიამ „რეზონანსთან".

მარიამ ვეკუა
07.03.2025

წუხელ ოკუპირებულ აფხაზეთში „საპრეზიდენტო" არჩევნების შემდეგ მომხდარი შეიარაღებული თავდასხმაში ბრალდებულები დააკავეს. შორის არიან რეჟიმის ოპოზიციის მნიშვნელოვანი ფიგურები და გამარჯვებული კანდიდატის ახლობლებიც. ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

თამთა ჩაჩანიძე
07.03.2025

ოპოზიციისგან გაიჟღერა იდეამ, რომ ორი - ადგილობრივი თვითმმართველობის და ახალი საპარლამენტო არჩევნები ერთად ჩატარდეს. "ქართულ ოცნებაში" კი საპასუხოდ ამბობენ, რომ ოპოზიციის "ხასიათის" მიხედვით ქვეყანაში "საკონსტიტუციო პროცესს ვერ შეცვლიან",


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×