ელზა პაპოშვილი
24.10.2023

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ახალი ოპოზიციური პოლიტიკური ძალის ფორმირებაა დაგეგმილი - ამის შესახებ კი ინფორმაციას მმართველი პარტია ავრცელებს. საუბარია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის, ექს-პრემიერი გიორგი გახარიასა და ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას ალიანსზე. ანალიტიკოსებს ამ ინფორმაციის რეალობაზე საუბარი უჭირთ, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ მოქმედ პრეზიდენტს ამგვარი პოლიტიკური აქტივობა კანონით ეკრძალება. თუმცა მიიჩნევენ, რომ თუ ეს ალიანსი მართლაც შედგა, მას 5%-იანი საარჩევნო ბარიერის გადალახვა არ გაუჭირდება.

თამთა ჩაჩანიძე
24.10.2023

პრეზიდენტსა და მმართველ გუნდს შორის დაპირისპირება შესაძლოა ახალ მწვავე ფაზაში გადავიდეს. გენპროკურორი ირაკლი შოთაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით 2019 წლის შეწყალების საქმეზე გამოძიება დღემდე გრძელდება, თუმცა, რადგანაც მოქმედ პრეზიდენტზე იმუნიტეტი ვრცელდება, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისი მიცემა კანონმდებლობთ შეზღუდულია და სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელება მხოლოდ იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების შემთხვევაში შეიძლება. ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ ეს საქმე „ოცნების" მხრიდან ახალი იმპიჩმენტის წამოწყების საფუძველი გახდეს.

თამთა ჩაჩანიძე
24.10.2023

ენმ-ს ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ პარტიის ხალ მენეჯმენტთან თანამშრომლობას არ აპირებს: „არ და ვერ იქნება იქ, სადაც იქნება არაფორმალური მმართველობა". თუმცა კონკრეტულად არ ამბობს, ტოვებს პარტიას, თუ რაიმე სხვა გეგმა აქვს. საპასუხოდ პარტიის მოქმედმა ხელმძღვანელმა ლევან ხაბეიშვილმა ამ განცხადებას რუსული პროპაგანდის ნაწილი უწოდა და აღნიშნა, რომ თუ მელიას ფრთა პარტიის დატოვების თაობაზე მიმართავს, მზადაა თხოვნა დაუკმაყოფილოს.

თამთა ჩაჩანიძე
23.10.2023

ევროკავშირი საიმიგრაციო პოლიტიკას ამკაცრებს - ერთი მიმართულება ეხება ტერორისტული აქტების თავიდან აცილებას, თუმცა, ამასთანავე ისეთ ქვეყნებთანაც დაიწყეს პრევენციული ზომების გატარება,საიდანაც ეს საფრთხე არ არსებობს. ევროკავშირის ლიდერები საქართველოსა და მოლდოვას უსაფრთხო ქვეყნებად აღიარებენ, თუმცა, იმის გამო, რომ თავშესაფრის მსურველთა მიმართვიანობამ ნორმას მნიშვნელოვნად გადააჭარბა, თვლიან, რომ არალეგალური მიგრაციის კონტროლი უნდა გამკაცრდეს.

თამთა ჩაჩანიძე
23.10.2023

ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ჰამასს" ულტიმატუმი წაუყენა - თუ დაჯგუფება ისრაელიდან გადაყვანილ ყველა მძევალს გაათავისუფლებს, „ომი დასრულდება". ამასთან, ვაშინგტონმა ისრაელს ურჩია, ღაზაში სახმელეთო ოპერაცია გადადოს. ყოველ შემთხვევაში იქამდე, სანამ შეერთებული შტატები გააძლიერებს თავის სამხედრო დაჯგუფებას ახლო აღმოსავლეთში. თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ პენტაგონი ტერმინალის მაღალი სიმაღლის არეალის დაცვის სისტემასა და პატრიოტის საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემების დამატებით ბატალიონს და დამატებით ჯარებს გზავნის.

ელზა პაპოშვილი
22.10.2023

აქვს თუ არა ხელისფლებას იმის რესურსი, რომ როცა დასჭირდება ოპოზიციიდან გადაიბიროს ცალკეული დეპუტატები მისთვის პრონციპულად მნიშვნელოვანი საკითხების კენჭისყრისას ხმების საჭირო რაოდენობის მისაღებად? გასულ კვირას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის შემდეგ საპარლამენტო ოპოზიციაში „კატარსტროფულ ვითარებაზე“ ალაპარაკდნენ. ანალიტიკოსები კი მიიჩნევენ, რომ მმართველ პარტიას ოპოზიციონერთა გადაბირების პრობლემა არ აქვს, რაც უკვე ორი კენჭისყრისას ღიად გამოჩნდა და 18 ოქტომბერს „ოცნება“ პრეზიდენტის გადაყენებისათვის საჭირო 100 ხმასაც კი შეაგროვებდა, ეს რომ მის ინტერესებში ყოფილიყო.

თამთა ჩაჩანიძე
21.10.2023

იმპიჩმენტის პროცესის შემდეგ, „ოცნებასა" და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შორის ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა. მმართველ გუნდს ზურაბიშვილის ნდობა აღარ აქვს და მას ოპოზიციის პრეზიდენტად მოიხსენიებს. თავად ზურაბიშვილისგან კი „ოცნების" მწვავე კრიტიკა და მუქარანარევი განცადებებიც კი ისმის. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ „მისი ხასიათიდან გამომდინარე, შესაძლოა რაღაც რადიკალური ნაბიჯები გადადგას".

ელზა პაპოშვილი
20.10.2023

საქართველო  ევროკავშირი კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოლოდინშია და როგორც ინფორმაცია ვრცელდება, ევროკომისიის ანგარიში ნოემბერში იქნება. არსებობდა ინფორმაცია, რომ დასკვნას საქრათველოს შესახებ ევროკომისია 31 ოქტომბერს დაწერდა. თუმცა, გაირკვა, რომ დასკვნა ნოემბერში იქნება და თანაც შესაძლოა ამას რეკომენდაციის სახე ევროკომისიიდან არ ჰქონდეს, საბოლოო გადაწყვეტილება კი დეკემბერში ევროკავშირის წევრ  27 ქვეყანას მიანდონ. 

თამთა ჩაჩანიძე
20.10.2023

რუსული ჯარის ბოლო შენაერთმა საქართველო 2007 წელს დატოვა, ეს იმ პერიოდს ემთხვევა, როცა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ენმ-ს მთავრობის დროს, საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. ზურაბიშვილის განცხადება, რომ ეს მისი დამსახურებით მოხდა, „ქართული ოცნების" მხრიდან ახალი კრიტიკის საფუძველი გახდა.

თამთა ჩაჩანიძე
20.10.2023

ისლამისტური თავდასხმების გამო, ევროკავშირის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრები საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების ინიციატივით გამოდიან, ევროპელი მაღალჩინოსნები მიიჩნევენ, რომ საჭიროა მიგრანტებისა და თავშესაფრის მაძიებელთა შემოწმების გაძლიერება და იმ პირების უფრო სწრაფად გაძევება, რომლებიც უსაფრთხოებისთვის რისკს წარმოადგენენ.

ია აბულაშვილი
20.10.2023

"ზურაბიშვილსა და "ოცნებას" შორის ანგარიში 1:1-ია, მაგრამ ომი გრძელდება. პრეზიდენტის პოზიციებს არ დათმობს და დაპირისპირება უფრო გაღრმავდება" - ასე აფასებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის ჩავარდნას პარლამენტში.

ელზა პაპოშვილი
19.10.2023

არშემდგარი იმპიჩმენტის შემდეგ ახლა საკითხავია, როგორ შეძლებს ხელისუფლება და პრეზიდენტი ამ რეჟიმში ერთი წლის განმავლობაში პოლიტიკურ თანაცხოვრებას. ან დაიწყება თუ არა პრეზიდენტის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა, რომლის შესახებაც კობახიძემ ისაუბრა და ეს პერსპექტივა არ გამორიცხა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×