თამთა ჩაჩანიძე
19.10.2023

„ბრიუსელში ტერაქტი მოხდა და შესაძლოა ეს ტენდენციები სხვაგანაც განვითარდეს. ევროკავშირის ყველა ქვეყანა ტერორიზმის რისკის ქვეშაა," - ამის შესახებ „რეზონანსთან" კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორა და სამხედრო ანალიტიკოსმა ვახტანგ მაისაიამ განაცხადა და დასძინა, რომ რისკის ქვეშაა საქართველოც, როგორც სატრანზიტო ქვეყანა და შესაბამისმა სამსახურებმა ეს უნდა გაითვალისწინონ და ზომები გააძლიერონ.

თამთა ჩაჩანიძე
19.10.2023

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებული აურზაურის პარალელურად, პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა „მაუწყებლობის შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებებს. ოპოზიციას მიაჩნია, რომ ეს დემოკრატიულ პრინციპებს ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდგება. „ოცნება" კი აცხადებს, რომ კანონში ცვლილებების მიმართ არავითარი პოლიტიკური ინტერესი არ დევს და ეს მხოლოდ ევროკავშირის დირექტივაა.

თამთა ჩაჩანიძე
18.10.2023

სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე რჩება - პარლამენტში იმპიჩმენტის საკითხი ჩავარდა, ასი ხმა ვერ შეგროვდა და კენჭისყრისას ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენებას მხოლოდ 86-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ერთი კი წინააღმდეგ წავიდა.

ია აბულაშვილი
18.10.2023

86 მომხრე, ერთი წინააღმდეგი. დეპუტატების არასაკმარისი ხმების გამო, საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი პარლამენტში ჩავარადა.

თამთა ჩაჩანიძე
18.10.2023

პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აშშ-დან პირდაპირ ისრაელში ჩავიდა, რადგან მისი იორდანიაში ვიზიტი აღარ შედგა. სამიტის გაუქმების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც პალესტინის ლიდერმა, მაჰმუდ აბასმა ღაზას სექტორში ალ-აჰლის არაბულ საავადმყოფოს აფეთქების შემდეგ, პროტესტის ნიშნად, შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. ისრაელმა კი ბაიდენის ვიზიტს „ღრმად ამაღლელვებელი" უწოდა.

თამთა ჩაჩანიძე
17.10.2023

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, იმპიჩმენტის პროცესმა პარლამენტში გადაინაცვლა. საკანონმდებლო ორგანოს ამ საკითხის განხილვისა და კენჭისყრისათვის 2-კვირიანი დრო აქვს, თუმცა, როგორც მმართველი პარტია ამბობს, ყველაფერი დაჩქარებულად, ამ კვირაშივე ჩატარდება. ეს კი ანალიტიკოსებს იმის განცდას უტოვებს, რომ „ოცნების" მიზანია კენჭისყრა ჩააგდოს. ამ ეჭვს მმართველი პარტიის წარმომადგენლების სხვადასხვა მინიშნებებიც ამყარებს.

თამთა ჩაჩანიძე
17.10.2023

„ჩემი დუმილის დრო დასრულდა"... „ოცნების" ოცნების დრო დამთავრდა, თვითონ იფიქრონ, რომელი სალომე ზურაბიშვილი ჯობდა", - ამ გზავნილებით მიმართა 16 ოქტომბერს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებას, მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ პრეზიდენტმა ევროპული ტურნეთი, რომელზედაც მთავრობის თანხმობა არ ჰქონია, კონსტიტუცია დაარღვია. ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ვარაუდობს, რომ ემოციური ფონის გავლენით პრეზიდენტმა მართლაც შეიძლება განაცხადოს ან გააკეთოს რაღაც ისეთი, რასაც ჩვეულებრივ ვითარებაში რა გააკეთებდა. მათ შორის გამორიცხული არ არის არც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალება.

თამთა ჩაჩანიძე
16.10.2023

საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნას, რომლის მიხედვით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ოპოზიცია ხელისუფლებას მწვავედ აკრიტიკებს და ამბობს, რომ ახლა ყველაფერი მმართველი პარტიის ვერტიკალს ექვემდებარება და „საკონსტიტიციო სასამართლო, როგორც დამოუკიდებელი ორგანო აღარ არსებობს". „ოცნება" კი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება სამართლიანია და რომ დღეიდან ზურაბიშვილი პრეზიდენტი უკვე ფორმალურადაა.

თამთა ჩაჩანიძე
16.10.2023

ევროკავშირის ლიდერები ისრაელ-„ჰამასის" ომთან დაკავშირებით საგანგებო სამიტს გამართავენ, აშშ-ს პოზიცია კი ასეთია, რომ ღაზას ოკუპაცია დიდი შეცდომა იქნება, თუმცა, ისრაელმა უნდა უპასუხოს თავდასხმას".

ელზა პაპოშვილი
15.10.2023

დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ორშაბათს გახდება ცნობილი. სასამართლოს თავმჯდომარის, მერაბ ტურავას განცხადებით, კანონით დადგენილი 30-დღიანი ვადა 14 ოქტომბერს, უქმე დღეს იწურება, ამიტომ თარიღმა ორშაბათამდე გადაიწია. ანალიტიკოსთა უმრავლესობა ვარაუდობს, რომ სასამართლო პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევას დაადგენს, თუმცა მმართველი პარტია პარლამენტში იმპიჩმენტზე კენჭისყრას ჩააგდებს, რადგანაც რეალურად „ოცნებას“ პრეზიდენტის გადაყენება არ აწყობს.

ელზა პაპოშვილი
15.10.2023

7 ოქტომბერს ისრაელში „ჰამასის“ მიერ „მშვიდობის ფესტივალზე“ დატრიალებული ხოცვა-ჟლეტვის შემდეგ უგზო-უკვლოდ დაკარგულ მოქალაქეებს შორის ორი ქართული წარმოშობისაა. თამარ გოლდბერგის კვალი სწორედ 7 ოქტომბრის შემდეგ იკარგება და ოჯახი გოგონას ამ დრომდე თავად ეძებს. არსებობს იმედი, რომ ის, შესაძლოა, სადმე იმალებოდეს. რაც შეეხება 40 წლის  შლომი კიკოზაშვილს, ოჯახის ინფორმაციით, ის ამავე ფესტივალზე დაცვის თანამშრომელი იყო და ის „ჰამასმა“  ტყვედ წაიყვანა. მათი თქმით, მამაკაცის შესახებ ინფორმაცია მათ ისრაელის თავდაცვის სამინისტროსგან მიიღეს. 

თამთა ჩაჩანიძე
14.10.2023

უახლოეს რამდენიმე კვირაში, შეიძლება მსოფლიო კიდევ ერთი დიდი ომის წინაშე აღმოჩნდეს - ამერიკული მედიის ცნობით, აშშ-ის სალმწიფო მდივნმა ენტონი ბლინკენმა დახურული საიბრებისას კონგრესმენთა ჯგუფს განუცხადა, რომ არსებული მონაცემებით, უახლოეს კვირებში შესაძლოა აზერბაიჯანი სომხეთში შეიჭრას. საუბარია სომხეთის სამხრეთში მდებარე სიუნიკის რეგიონზე, სადაც აზერბაიჯანს ნახიჭევანთან დამაკავშირებელი სახმელეთო გზის (ზანგეზურის კორიდორი) გაჭრა სურს. ანალიტიკოსთა შეფასებით, ბაქოს ეს ნაბიჯი რეგიონისთვის და მათ შორის საქართველოსთვის სრულიად დამანგრეველი აღმოჩნდება, რადგან ეს იქნება არა სამხრეთ კავკასიის ორი სახელმწიფოს, არამედ ორი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსის დაპირისპირება. ამ დაპირისპირებაში საქართველოს პერსპექტივა კი მეტად არასახარბიელოა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×