ელზა პაპოშვილი
17.08.2022

შეიტანს თუ არა ყირიმის მიმართულებით უკრაინელთა აქტიური თავდასხმები ფრონტის ხაზზე გარდატეხას და აპირებს თუ არა უკრაინა ყირიმის ხიდის აფეთქებას? ნახევარკუნძილზე, რომელიც რუსეთს 2014 წლიდან აქვს ოკუპირებული, ყვითელი დონის განგაშია გამოცხადებული. სამხედრო ანალიტიკოსთა შეფასებით, უშუალოდ ხიდზე დივერსიის მოწყობა ან საჰაერო იერიშის განხორციელება საკმაოდ რთულია, თუმცა, თუკი უკრაინელებმა ხიდის აფეთქება შეძლეს, ეს უმძიმესი მორალური დარტყმა იენქბ მოსკოვისთვის.

თეონა ვეშაგური
17.08.2022

ოპოზიციამ შემოდგომაზე მასშტაბური აქციები დააანპონსა, თუმცა ამ ეტაპზე პროტესტის ფორმასა და შინაარსთან დაკავშირებით შიდა უთანხმოება აქვთ. ამის შესახებ „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია აცხადებს. „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე კი „ფეისბუქზე“ წერს, რომ მზად არიან მხარდამჭერებისაგან ბებისმიერი დახმარების მისაღებად, იქნება ეს რჩევები, თუ ნინანსური დახმარება.

ელზა პაპოშვილი
16.08.2022

გადადის თუ არა უკრაინა კონტრშეტევაზე და რას ნიშნავს ბოლო დღეებში ყირიმში ოკუპანტების სამხედრო ობიქტების აფეთქება? „რეზონანსთან“ სამხედრო ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ყირიმის ირგვლივ განვითარებული მოვლენები იმის ნათელი ნიშანია, რომ უკრაინამ დასავლეთიდან მიიღო იარაღი, რომლის მეშვეობითაც კონტრშეტევაზე გადასვლის საშუალება აქვს. 

თეონა ვეშაგური
16.08.2022

„ქართული ოცნებიდან" წამოსული ოთხეული აშშ-ის საელჩოს ახალ ბრალდებებს უყენებს. ანალიტიკოსთა შეფასებით, მათი რეალური მიზანი პრორუსულად განწყობილი ამომრჩევლის ხმების მოპოვებაა და შესაბამისად, ასეთი კრიტიკა ოთხეულის მხრიდან უახლოეს რაჩევნებამდე გაგრძელდება და კიდევ უფრო გაძლიერდება.

თეონა ვეშაგური
16.08.2022

ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ნებისმიერი ინციდენტი ბევრ ქვეყანაზე და მათ შორის საქართველოზეც მოახდენს უარყოფით ზეგავლენას. ამის შესახებ სამშაბათს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ბიოლოგი ნინო ჩხობაძე „რეზონანსთან" იმ ეფეტქზე საუბრობს, რაც შეიძლება ასეთმა ტრაგედიამ საქართველოს ტერიტორიაზე გამოიწვიოს.

თეონა ვეშაგური
15.08.2022

ხერსონის ოლქში ხიდების აფეთქების შემდეგ, ოკუპანტებმა მელიტოპოლში გაქცევა დაიწყეს. „ახლა რუსეთისთვის საკმაოდ მძიმეა საბრძოლო მდგომარეობა ამიტომ ისინი, უახლოეს მომავალში, დატოვებენ არა მარტო ხერსონს, არამედ მთელს სამხრეთ უკრაინას , რაც არ არის გასაკვირი" - ამბობს „რეზონანსთან" საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი.

თეონა ვეშაგური
15.08.2022

პუტინის ახალი გეგმაა მთლიანად დონბასის ოკუპაცია, ეს იქნება მეორე ფაზის კიდევ ერთი საბოლოო სტადია - ასე აფასებს სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია კრემლის ლიდერის ვლადიმერ პუტინის განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ რუსი სამხედროები მკაფიოდ ასრულებენ ყველა ამოცანას და ნაბიჯ-ნაბიჯ ათავისუფლებენ დონბასის მიწას.

ელზა პაპოშვილი
15.08.2022

უკრაინაში აქტიური საბრძოლო მოქმედებები ისევ გრძელდება - ვის მხარეს არის ფრონტის ხაზზე უპირატესობა და აქვს თუ არა უკრაინას შეტევით ბრძოლაზე გადასვლის  უპირატესობა?   

ხერსონის რაიონული საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, იური სობოლოვესკი ამბობს, რომ რუსი ოკუპანტები ხერსონს ტოვებენ. მისი თქმით, სამხედრო სარდლობის უმეტესობამ ხერსონი უკვე დატოვა.

"მე შემიძლია დავადასტურო ეს. მართლაც დღეს ორკებს არ აქვთ არცერთი ლოგისტიკური მარშრუტი, რომელიც დააკმაყოფილებდა მათ სამხედრო საჭიროებებს ხერსონის მახლობლად სამხედრო ჯგუფების უზრუნველსაყოფად", - თქვა მან.

თეონა ვეშაგური
15.08.2022

ჯანდაცვის ექსპერტების მოსაზრებით,შესაძლოა, მიმდინარე და მომავალ კვირას კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების პიკი იყოს. „ახალი ეფექტური ვაქცინის შექმნამდე კვლავ გვექნება კოვიდ-19-ის ტალღები, ახლა ამაზე მუშაობენ წამყვანი სპეციალისტები. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ვირუსი შესუსტებულია და აღარ იწვევს დიდი რაოდენობით გარდაცვალებას".- ამის შესახებ „რეზონანსთან" ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ ისაუბრა.

თეონა ვეშაგური
14.08.2022

დღეს არსებული პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, რთულია ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის დადგენილი 12 რეკომენდაციის დათქმულ ვადაში შესრულებაზე საუბარი. ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას. თუმაცა, რეკომენდაციების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შესაძლოა 2024 წლის არჩევნებზე „ოცნებამ" ხმების დიდი რაოდენობა დაკარგოს - ასე აფასებენ ექსპერტები მმართველ გუნდში გაკეთებულ განცხადებას, რომ რეფორმებზე მუშაობა გრძელდება და წლის ბოლოს ქვეყანა 12 რეკომენდაციას შეასრულებს.

თეონა ვეშაგური
14.08.2022

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს მორიგ სხდომამდე, რომელიც 6 სექტემბერს გაიმართება, ევროკავშირმა ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოქვეყნდა. ანგარიშში მიმოხილულია საქართველოს მიერ გასული წლის განმავლობაში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში განხორციელებული რეფორმები.

ელზა პაპოშვილი
13.08.2022

რუსეთის მხრიდან მსოფლიოს ბირთვული შანტაჟი გრძელდება - ზაპროჟიეში მდებარე  ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგური ისევ საფრთხის ქვეშაა. ის რუსების ხელშია და არავინ იცის მოვლენები როგორ შეიძლება განვითარდეს. „რეზონანსთან“ დარგის სპეციალისტები ამბობენ, რომ ზაპოროჟიეს ელექტროსადგური ჩერნობილზე 6-ჯერ მეტი სიმძლავრის სადგურია და ერთ-ერთ ბლოკზე მაინც რომ მოხდეს ის, რაც ჩერნობილში მოხდა, ეფექტი 10-15 ჯერ უფრო უარესი იქნება. 


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×