თამთა ჩაჩანიძე
27.07.2022

დიდი ხნის პაუზის შემდეგ, ყოფილი პრემიერ-მინისტრი და „ქართული ოცნების" დამფუძნებელი მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს წერილით ეხმიანება. რომლის ძირითადი ლეიტმოტივია პასაჟი თითქოს „გარკვეული ძალები" საქართველოს ომში ჩართვას ცდილობენ და რომ მართველმა გუნდმა ამ საკითხთან მიმართებაში სწორად იმუშავა. თუმცაღა დასძენს, რომ ეს საფრთხე უკრაინის ომის დასრულებამდე მაინც არსებობს. ივანიშვილი ადასტურებს, რომ საქართველოში აშშ-ს ელჩთან კელი დეგნანთან შეხვედრა 21 მარტს შედგა, თუმცა პირდაპირ არ სცემს პასუხს „მეამბოხე დეპუტატების" შეკითხვას სთხოვა თუ არა ელჩმა ომში ჩართვა.

თეონა ვეშაგური
27.07.2022

გასაკვირი არ არის, რომ ოპოზიციის ნაწილს თანამშრომლობა არ სურს ხელისუფლებასთნ. ამ სამ პარტიას, „ლელოს, „სტრატეგია აღმაშენებელსა" და „ნაციონალურ მოძრაობას" გამოკვეთილი აქვს საკუთარი პოზიცია, სურთ, რომ 12 პუნქტის საკითხზე მუშაობამ ასწიოს მათი პოლიტიკური ქულები. - ამის შესახებ „რეზონანსთან" ანალიტიკოსი იგორ კვესელავა საუბრობს. მისი თქმით, თუ დავუშვებთ, რომ ეს პარტიები ითანამშრომლებდნენ ხელისუფლებასთან, მათ არ ექნებოდათ არავითარი სარგებელი, რადგან ერთობლივი პროექტი „ქართული ოცნების" სახელით გავიდოდა საერთაშორისო ასპარეზზე და ამ თანამშრომლობას ჩვენი ევროპელი პარტნიორები აღიქვამდნენ როგორც საქართველოს ხელისუფლების დამსახურებას.

თამთა ჩაჩანიძე
26.07.2022

რუსებმა ოდესას ისევ დაარტყეს - უკრაინის სამხრეთ ნაწილში, შავი ზღვის სანაპიროს მიმართულებით სარაკეტო იერიში განხორციელდა, დაიბომბა მიკოლაევიც. ლუგანსკის ოლქში ოკუპანტები ახალ სტრატეგიაზე გადავიდნენ და იმისთვის, რომ გამაგრდნენ, დასახლებულ პუნქტებს წვავენ. ამასთან, „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის" ინფორმაციით, რუსული ძალები ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში უკრაინული არმიის კონტრშეტევისთვის ემზადებიან და პოზიციებს აძლიერებენ.

თამთა ჩაჩანიძე
26.07.2022

ევროპული საბჭოს რეკომენდაციის მიუხედავად, ქვეყანაში პოლარიზაცია დღითიდღე მწვავე ფორმებს იღებს. პოლიტიკურ დაპირისპირებებს კრიტიკული განცხადებები მოჰყვება-ხოლმე, რაც დაუსრულებელი ხასიათისაა. ანალიტიკოსები თანხმდებიან, რომ საქართველოში პოლარიზაციის ხარისხი პიკზეა, თუმცა ეს ძირითადად პოლიტიკურ ჯგუფებს შორისაა და იმის საშიშროება არაა, რომ სიტუაცია სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაიზარდოს.

თეონა ვეშაგური
26.07.2022

საქართველოს პოლიტიკური ელიტა აპირებს, ქვეყნის წინაშე მდგარ მთავარ გამოწვევას, ცალ-ცალკე გაუმკლავდეს. ოპოზიციის დიდი ნაწილი არ შედის „ქართული ოცნების" მიერ პარლამენტში ინიცირებულ პროცესში, რომლის მიზანიც ევროკავშირის მიერ წამოყენებული 12 რეკომენდაციის შესრულებაა და ცალკე ფორმატს ქმნის, სადაც იწვევს აკადემიურ წრეებს, არასამთავრობოებს, დიპკორპუსსა და საერთაშორისო ექსპერტებს.

თამთა ჩაჩანიძე
26.07.2022

58-ე არმია, რომლის დიდი ნაწილი უკრაინაში განადგურდა, ეს პირადი შემადგენლობა იყო, თორემ სტაციონარული ტექნიკა 2008 წლის მერე საქართველოზე, სამხრეთ კავკასიაზეა მობჯენილი, ეს საარტილერიო დანადგარები იქნება თუ სხვა. ის ტექნიკა იქიდან არავის არ გაუყვანია, მუდმივად სამხედრო მორიგეობაზეა. საარტილერიო თვალსაზრისით, ის შეიარაღება, რომელიც 58-ე არმიას ჰქონდა, მისი 80% ისევ ადგილზეა და ისევ საქართველოსკენაა დამიზნებული - ამის შესახებ „რეზონანსთან" ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ განაცხადა, რომელმაც ასევე ისაუბრა იმაზეც, თუ რა მსხვერპლი აქვს ოკუპირებულ ცხინვალს და აფხაზეთს უკრაინის ომში.

თამთა ჩაჩანიძე
25.07.2022

ევროკომისია მიიჩნევს, რომ რუსეთი საიმედო ენერგომიმწოდებელი არაა და ევროკავშირი ადრე თუ გვიან რუსული გაზის იმპორტის სრულ შეწყვეტასთან დაკავშირებით მზად უნდა იყოს. ამასთან, ევროპის მხრიდან ალტერნატიული ბაზრების მოძიება უკვე მიმდინარეობს. ანალიტიკოსთა შეფასებით, ვლადიმერ პუტინისგან ყველაფერი მოსალოდნელია და ბუნებრივი აირის მიწოდების კუთხით შესაძლოა 2022 წლის ზამთარი განსაკუთრებით კრიზისული აღმოჩნდეს, რადგან რუსეთს ენერგორესურსი გეოპოლიტიკურ იარაღად აქვს.

თამთა ჩაჩანიძე
25.07.2022

შემოდგომით უკრაინა-რუსეთის ომში შესაძლოა კიევის სასარგებლოდ დიდი გარდატეხა მოხდეს - უკრაინული ოფიციალური პირების პროგნოზით, სექტემბრისთვის ქვეყნის შეიარაღებული ძალები თავდაცვიდან კონტრშეტევაზე გადადიან, შედეგად ხერსონის ოლქს გაათავისუფლებენ. ამის პარალელურად ოპტიმისტურ განცხადებებს აკეთებს პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც.

თეონა ვეშაგური
25.07.2022

ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები საქართველოს მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებენ. მათი განმარტებით, საპანიკო არაფერი არის, რადგან „მიმუნის ყვავილს" სწრაფი გავრცელება არ ახასიათებს და დაავადების გავრცელების კუთხით საქართველოში საგანგაშო მდგომარეობა ნამდვილად არ არის.

თეონა ვეშაგური
25.07.2022

ოპოზიცის მიერ ალტერნატიული სამუშაო ჯგუფების შექმნა პოლარიზაციას კიდევ უფრო გაამწვავებს, რაც ევროკომისიის მოთხოვნას პირდაპირ ეწინააღმდეგება, პოლარიზაციის აღმოფხვრის საკითხზე - ამის შესახებ „რეზონანსთან" ანალიტიკოსმა რამაზ საყვარელიძემ განაცხადა. მისივე შეფასებით, თუ ოპოზიციას 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით მუშაობა მართლაც სურს, მმართველი გუნდის ღონისძიებებში ჩაერთვებოდა.

თამთა ჩაჩანიძე
24.07.2022

უკრაინა დასავლეთისგან 100 კილომეტრზე მეტი რადიუსის ნაღმებს ითხოვს „ჰაიმარსებისთვის" და აცხადებს, რომ ასეთი იარაღი მინიმუმამდე შეამცირებს მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის რაოდენობას და ევროპაზე ეკონომიკურიზეწოლა ნაკლები იქნება. როგორც სამხედრო ანალიტიკოსები ამბობენ, ეს საკმაოდ ოპტიმალური ვარიანტია, თუმცა, შესაძლოა აშშ-მა გადაცემაზე თავი შეიკავოს.

თამთა ჩაჩანიძე
24.07.2022

„მაიმუნის ყვავილი" გლობალურად უკვე 75 ქვეყანაში გამოვლინდა, საგანგაშოა შემთხვევების რაოდენობა - დაფიქსირდა ლეტალობაც, რასთან დაკავშირებითაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. როგორც ჯანდაცვბის ექსპერტები ამბობენ, მსოფლიო მასშტაბით 17 ათასამდე ინფიცირებული საგანგაშოა, ჯანმო კი ამ გადაწყვეტილებით ფრთხილობს, რათა ის სცენარი არ განმეორდეს, რაც კოვიდ-19-ის შემთხვევაში მოხდა.


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×