ნაზი ბერიძე
04.07.2023

უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ დაავალა საგარეო საქმეთა სამინისტროს, დაუკავშირდეს საქართველოს ელჩს უკრაინაში, გამოხატოს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პროტესტი და შესთავაზოს უკრაინის დატოვება 48 საათის განმავლობაში თბილისში კონსულტაციებისთვის. ანალიტიკოსები ამაზე ამბობენ, რომ ეს პოლიტიკური დემარშია, რის საფუძველზეც უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტა არ განიხილება, თუმცა გამორიცხულიც არ არის.

ელზა პაპოშვილი
03.07.2023

უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ წინსვლას ბახმუტის, მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით - გასული კვირის განმავლობაში მათ 37 კვ. კმ. გაათავისუფლეს. ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებით მძიმე ბრძოლები გრძელდება, რუსულ ძალებთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში, 39 საბრძოლო შეტაკება მოხდა.  

ნაზი ბერიძე
03.07.2023

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესის ცვლილებასთან დაკავშირებით პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია. „საარჩევნო კოდექსსა" და პარლამენტის რეგლამენტში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევ კონკურსს გამოაცხადებს და საკონკურსო კომისიას პარლამენტის თავმჯდომარე შექმნის ნაცვლად პრეზიდენტისა.

ნაზი ბერიძე
03.07.2023

გაეროში რუსეთის წარმომადგენლის, გენადი გატილოვის განცხადებით, შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების სტატუს-კვოს შენარჩუნებისთვის საფუძველი არ არსებობს. არსებობს თუ არა შეთანხმების შეჩერების წინაპირობა, მაშინ როცა იგი არამარტო უკრაინას, რუსეთსაც სჭირდება ეკონომიკური თვალსაზრისით - ანალიტიკოსებს „რეზონანსთან" ცალსახა პასუხი აქვთ - ეს არის ერთგვარი დასავლეთის შანტაჟი რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების შესამსუბუქებლად და უკრაინის კონფლიქტში მოლაპარაკების დასაწყებად.

ნაზი ბერიძე
02.07.2023

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს პერსპექტივებზე, საკუთარ გადაწყვეტილებებზე ვეტოს დადებასთან დაკავშირებით, დეპოლარიზაციაზე, სააკაშვილის დასჯის მექანიზმსა და უკრაინა-რუსეთთან საქართველოს ურთიერთობებზე ისაუბრა. მისი განცხადებები „ოცნებაში" აღიქვეს, როგორც ხიდის საბოლოოდ ჩატეხვა და „ვეტომდებელი მარგველაშვილის ტრადიციების გაგრძელება", ოპოზიცია კი მის გზავნილებს დაეთანხმა.

ელზა პაპოშვილი
01.07.2023

მიიღებს თუ არა საქართველო კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, ეს ცნობილი 4 თვეში გახდება. მანამდე კი თბილისში სასტუსის მიღება კვლავ პოლიტიკური დაპირისპირების და ურთიერთბრალდებების საბაბი ხდება. პრემიერმა 30 მაისს ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას პარლამენტში განაცხადა, რომ ევროკავშირი უსამართლოდ მოექცა საქართველოს, დაუშვა სტრატეგიული შეცდომა, ამიტომ ის ელის, რომ იგივე შეცდომას ევოკავშირი აღარ დაუშვებს. 

ირაკლი ღარიბაშვილმა გაიმეორა, რომ საქართველომ უკვე შეასრულა ევროკომისიის რეკომენდაციების 12-დან 11 პუნქტი, განსხვავებით თავად ევროკავშირის შეფასებისგან.

ნაზი ბერიძე
01.07.2023

ბოლო დროს გახშირებული თავდასხმების ფონზე ოპოზიცია ქართულ პოლიტიკურ სივრცეში პოლარიზაციის გაზრდაზე საუბრობს, რომელიც ევროკავშირის 12 რეკომენდაციის ერთ-ერთი პრობლემატური პუნქტია, რაზეც პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება და შემცირებაც მან უნდა შეძლოს. ხელისუფლება კი პირიქით აცხადებს, რომ სწორედ ოპოზიციის რადიკალიზმის გამოა ეს პრობლემა გაღრმავებული. სად არის გამოსავალი და რა შესაძლებლობა აქვთ დაპირისპირებულ მხარეებს კონსენსუსის მისაღწევად, ამაზე „რეზონანსი" პოლიტოლოგი ზაალ ანჯაფარიძეს ესაუბრა. მისი თქმით, ეს არის დიალოგი და შეთანხმება.

ნაზი ბერიძე
30.06.2023

პარასკევს 30 ივნისს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პარლამენტს ყოველწლიური ანგარიში წარუდგინა - პრემიერის მთავარი გზავნილები შეეხებოდა საქართველოს ევროპულ პერსპექტივას, ძირითად პოლიტიკურ კურსს, ეკონომიკასა და ტურიზმს. ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას, მიმდინარე წლის განავლობაში, სხვადასხვა ასპექტში საქართველოს დაწინაურების კოეფიციენტები დაასახელა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს 10%-იანი ეკონომიკური ზრდა აქვს.

ელზა პაპოშვილი
30.06.2023

უკრაინელების წარმატებული კონტრშეტევები გრძელდება და უკრაინელი სამხედროები ბახმუტის ოპერატიული ალყისთვის ემზადებიან. ამ მიმართულებით ეს არის თითქმის ერთთვიანი კონტრშეტევის პირველი მნიშვნელოვანი შედეგი. მთავარი ამოცანა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ორი დასახლების დაკავებაა, რის შემდეგაც ქალაქი უკრაინელი სამხედროების კონტროლ ქვეშ მოექცევა.

ნაზი ბერიძე
30.06.2023

ზელენსკი ნატოს ვილნიუსის სამიტზე არ წავა თუ ლიდერებს „სიმამაცის დეფიციტი" ექნებათ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ და ზელენსკის დიპლომატიურმა მრჩეველმა, იგორ ჟოვკვამ Reuters-თან ინტერვიუში ისაუბრა.

ელზა პაპოშვილი
29.06.2023

უკრაინაში გააფთრებული ბრძოლა 4 მიმართულებით მიდის - ლიმანში, ბახმუტში, მარიინკასა და შახტიორსკში. დღე-ღამის განმავლობაში 40 საბრძოლო შეტაკება მოხდა. უკრაინელები აცხადებენ, რომ სტრატეგიული ინიციატივა ხელში ჩაიგდეს და წინ მიიწევენ. უფრო სწრაფი წინსვლისთვის კი მათ საბრძოლო მასალა და განნაღმვისთვის საჭირო აღჭურვილობა სჭირდებათ.  

ნაზი ბერიძე
29.06.2023

რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის შემდეგ, საქართვლოს გავლით, რუსეთსა და სომხეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის პერსპექტივაზე მოსკოვში კიდევ ერთხელ ალაპარაკდნენ. რუსული მხარე ირწმუნება, რომ ამისთვის შემუშავებული აქვთ შესაბამისი „საგზაო რუკა" და მისი განხრციელებისთვის ძალას არ იშურებენ. რას შეიძლება გულისხმობდეს ეს გეგმა? ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ დღეს აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის არანაირი პერსპექტივა არ ჩანს, თუმცა მოსკოვში შესაძლოა მართლაც ჰქონდეთ გარკვეული გეგმა და ნაბიჯ-ნაბიჯ დაიწყონ მისი განხორციელება.


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×