
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის სამსახური საქართველოში არეულობის წამქეზებელი გახდა, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის ვიცე-სპიკერი კონსტატინ კოსაჩევი წერს. საქართველოში მიმდინარე პროცესებს რუსეთის მხრიდან გამოხმაურებები გახშირდა. ისინი აქტიურად საუბრობენ, რომ დასავლეთი ცდილობს „ფერადი რევოლუცია" მოაწყოს.
„პირველი „მოლოტოვის კოქტეილები" დემონსტრატებმა ქართველ პოლიციას მაშინვე მას შემდეგ დაუშინე, როგორც კი ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის სამსახურის ახალმა ხელმძღვანელმა, კაია კალასმა საჯაროდ უწოდა პროტესტს კანონიერი და მთავრობის პასუხს უკანონო. პირდაპირ კავშირს ვხედავ. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის სამსახური არის წამქეზებელი", - წერს კოსაჩევი.
კაია კალასმა და გაფართოების საკითხებში ევროკიმისარმა, მარტა კოსმა გუშინ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებას და თავი შეიკავოს მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკოსებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალის გამოყენებისგან.
„ევროკავშირი მკაცრდ გმობს ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ, რომლებიც მტკიცედ იცავენ თავიანთ ევროპულ და დემოკრატიულ მომავალს. საქართველოს ხელისუფლების ეს ქმედებები პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენს ურთიერთობაზე", - აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმდჯომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი „ტელეგრამზე" წერს, რომ საქართველოში მორიგი „ფერადი" რევოლუციის მცდელობაა.
„ქუჩაში ხალხის ნაწილი ყვრისი, ანგრევს და ცეცხლს უკიდებს, მეორე ნაწილი დუმს. საქართველოს ვადაგასულმა „პრეზიდენტმა", ზბიგნევ ბჟეზინსკის გულმოდგინე ფრანგმა სტუდენტმა, გიჟმა დეიდა სალომემ განაცხადა, რომ სავარძელს არ დატოვებს, რადგან არჩევნებს არ ცნობს", - წერს მედვედევი.
მისივე თქმით, ადრე ამისთვის ხალხს „ბოძებზე ჰკიდებდნენ".
„ახლა ჰუმანური დროა. ის განახორციელებს. ზოგადად, ყველა წინაპირობა არსებობს იმისათვის, რომ საქართველო კიდევ ერთხელ ჩავარდეს სამოქალაქო დაპირისპირების უფსკრულში, აიძულოს არჩევანი გააკეთოს ერთი მხრივ თავხედურ ევროკავშირს, ნატოსა და პინდოსტანს შორის და მეორე მხრივ, საქართველოს უძველეს მიწას შორის. მოკლედ რომ ვთქვათ, მეზობლები სწრაფად მოძრაობენ უკრაინის გზაზე ბნელი უფსრკრულისკენ. ჩვეულებრივ, ეს ძალიან ცუდად მთავრდება", - წერს მდევედევი.
საგარეო ექსპერტის კორნელი კაკაჩიას თქმით, უკვე ჩანს, რომ რუსეთს საქართველოში გავლენების მოპოვების მცდელობა აქვს.
„წინასწარ არავინ იცის რუსეთი რას გადაწყვეტს, იმიტომ, რომ მას თავისი გაჭირვება აქვს უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, თუმცა, ფაქტია, ეს იმპერიული ძალები, რომლებიც ცდილობენ რაღაც საბჭოთა კავშირის მსგავსი იმპერიული სახელმწიფოს შექმნას, ბუნებრივია, არ მოისვენებენ, მათ შორის საქართველოსთან დაკავშირებითაც.
„რა თქმა უნდა, რაც უფრო სუსტი და პოლარიზებული იქნება ქართული საზოგადოება, მით უფრო ადვილია რუსეთისთვის საკუთარი გავლენის გაძლიერება. კონკრეტულად როგორ მოხდება ეს, ალბათ დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება საქართველოში მოვლენები .
ფაქტია, რუსეთს საქართველოში გავლენები უკვე აქვს, ვინაიდან ის „ქართული ოცნების" პირობებში გახდა ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორი. თუ გადავხედავთ იმას, როგორია საქართველოს დამოკიდებულება რუსეთის ბაზარზე, მას უკვე გაუჩნდა საქართველოში ბერკეტები და მათ აქვთ ცდუნება, საქართველოში ჰქონდეს ვეტო საგარეო უსაფრთხოების პოლიტიკაზე.
„ამის სურვილი „ქართულმა ოცნებამ" გაუჩინა. ქართულ პოლიტიკაზე მათ პირდაპირი კონტროლი 2008 წლის ომის შემდეგ დაკარგული ჰქონდათ და ახლა, ბოლო წლებში სიტუაცია შეიცვალა, გავლენის მოპოვებას ისევ ცდილობენ", - განაცხადა კორნელი კაკაჩიამ „რეზონანსთან".
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორსა და ანალიტიკოს ვახტანგ მაისაიას მიაჩნია, რომ საქართველოში მიმდინარეობს ფსიქოლოგიური ომი რუსეთის მხრიდან, რომელსაც სათავეში კონკრეტული ადამიანები უდგას.
„რუსეთმა საქართველოში თავისი ახალი ტიპის „ფერადი რევოლუციის" აპრობირება დაიწო, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ „არყის ხის რევოლუცია". ეს რუსული ფერადი რევოლუციის ნარატივები მათ რამდენიმე ხნის წინ უკვე ჰქონდათ.
„ამ ნარატივებში იყო საბჭოთა კავშირში ცნობილი სამხედრო თეორიტიკოსი მესსნერი, რომლის იდეები განავრცო სხვა რუსმა იდეოლოგებმა, მაგალითად ნიკოფოროვი, რომლებმაც შეიმუშავეს რუსული ტიპის „ფერადი რევოლუციის" თეორიული ნარატივები.
„სხვათაშორის ეს ნარატივები მოლდოვაში და ჩერნოგორიაში ჩაუვარდათ, თუმცა, ამ ეტაპზე საქართველოში წარმატებით ახორციელებენ. მინდა გითხრათ, რომ „არყის ხის რევოლუციის" ერთ-ერთი პირდაპირი მომენტი ომის გამოცხადება საქართველოს წინააღმდეგ, რადგან ეს არის ფსიქოლოგიური ომის ნაირსახეობა, რომელიც ითვალისწინებს ასეთი პროპაგანსდისტულ-აგიტაციური ტიპის აგრესიული გარემოს შექმნას, რისი საშუალებითაც საზოგადოებაში შიში დამკვიდრდა.
„ამიტომ ახლა რუსი პოლიტმეიკერები ახორციელებენ ფსიქოლოგიურ ომს თავიანთი ადგილობრივი პრორუსი პროპაგანდისტების სახით, რამდენიმე ტელევიზიის საშუალებით. ისინი პირდაპირი კუთხით იმართებიან რუსეთის ეროვნული თავდაცვის ცენტრიდან, სადაც არსებობს ფსიქოლოგიური ოპერაციების მართვის ჯგუფი, რომელიც ახორციელებს ამ ყველა ოპერაციას. ფაქტობრივად, „არყის ხის რევოლუციის" სცენარის მიხედვით ხორციელდება.
"მე მინდა ქართულ საზოგადოებას ვუთხრა, რომ ჩვენი მოწინააღმდეგეები არიან არა "ქართული ოცნება" და პრო-რუსული "ხალხის ძალა", რომელსაც უპირისპირდება საქართველოს პრეზიდენტი, ოპოზოცია და ჯანსაღად მოაზროვენე ადამიანები, არამედ უშუალოდ კრემლი, რომლიდანაც იმართება "არყის ხის რევოლუცია"
„ამას მართავს ორი ადამიანი - პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, დიმიტრი კოზაკი და რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ნიკოლაი პატრუშევი. ეს ორი ადამიანი ახორციელებენ ფსიქოლოგიურ ომს რუსეთის ეროვნული თავდაცვის ფსიქოლოგიური ოპერაციების მართვის ცენტრიდან და რუსული საინფორმაციო პროპაგანდისტული მანქანის მეშვებით", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".